Magirus

საუკეთესო სახანძრო მანქანებს მეხანძრეები ქმნიან. ეს კარგად იცოდა კონრად დიტრიხ მაგირუსმა, ვნებით მეხანძრემ, ვიზიონერმა და კომპანია „მაგირუსის“ დამფუძნებელმა, ასორმოცდაათი წლის წინ. ამ ტრადიციის ერთგულებოთ, დღეს, „მაგირუსი“ აგებს მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და სანდო სახანძრო მანქანებს, სახანძრო იბეებს, წყლისა და სახანძრო ტუმბოებს. კომპანიის ბევრი თანამშრომელი, რომელმაც ზედმიწევნით იცის თუ რა ჭირდება ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოს, მონაწილეობას იღებს მეხანძრეების სწავლებაში (ტრეინინგებში).

კომპანია „მაგირუსი“, უკვე ასორმოცდაათ წელზე მეტია ეხმარება მეხანძრეების მათი საქმიანობის უსაფრთხოდ წარმოებაში. 1870 წელს, ქ. ულმში (გერმანია) მცხოვრებმა მეხანძრემ, კონრად დიტრიხ მაგირუსმა ნათლად იცოდა მისი მამოძრავებელი მიზანი: უსაფრთხო გაეხადა ცხოვრება მისთვის და მისი მეგობრებისთვის და გაეადვილებინა საგანგებო სახანძრო სიტუაციებზე სახანძრო რაზმის რეაგირება.

კონრად მაგირუსმა გამოიგონა ე.წ. „ულმის კიბე“, ორთვლიანი, გასაშლელი კიბე, რომელიც 14 მ სიმაღლეზე ასვლის საშუალებას იძლეოდა. ეს კიბე გახლდათ  რევოლუცია დარგში.

პირველად, შესაძლებელი გახდა თავისუფლად მდგომი კიბით ზემოთ ასვლა და მისი გაშლა და გადაადგილება. ბ-ნი მაგირუსის ეს გამოგონება ტექნოლოგიურ რევოლუციად გადაიქცა, რამაც მას ვენის მსოფლიო გამოფენაზე ოქროს მედალი მოუტანა და საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

დღეს, „მაგირუსი“ სახანძრო რაზმებს სთავაზობს პირველი კლასის, ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარების ყოვლისმომცველ რიგს რომელიც მოიცავს ხანძარსაწინააღმდეგო ავტომობილებს, მბრუნავ სახანძრო კიბეებს, სამშველო ავტომობილებს და სხვადასხვა დანადგარებსა და იარაღებს სახანძრო მანქანებისთვის, განსაკუთრებულ ხანძრის საწინააღმდეგო ტექნიკურ გადაწყვეტებს, წყლის და სახანძრო ტუმბოებს.

დღეს, „მაგირუსი“, სახანძრო მანქანების და ხანძარსაწინაარმდეგო მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მწარმოებელია. მისი სახანძრო მანქანები, ძირითადად Iveco-ს შასიზე და ძრავზეა აგებულნი. ზოგიერთ შემთხვევაში, „მაგირუსი“ იყენებს პლატფორმებს სატვირთო ავტომობილების სხვა მწარმოებლებისგანაც.

გიორგი ვარდიაშვილი

  • g.vardiashvili@gtgroup.ge
  • 579 53 55 11

"სპეციალური დანიშნულების ტექნიკა" - ბრენდები