Manitou (მანიტუ), მძიმე დანადგარების ფრანგული მწარმოებელია, რომლის პროდუქცია მოიცავს საწყობის დამტვირთველებს, ჰიდრავლიკურ ამწეებს (ე.წ. „ჩერი ფიქერზ“/Cherry pickers), ტელესკოპურ დამტვირთველებს და სხვა მძიმე დანადგარებს. „მანიტუს“ წარმოება საფრანგეთში დაიწყო, როდესაც ბ-მა მარსელ ბრომ (Marcel Braud) შექმნა პირველი დამტვირთველი მანქანა, რომლის გამოყენება შესაძლებელი იყო უგზოობისა და რთული საგზაო პირობების დროს.
დღევანდელი „მანიტუ“ აგრძელებს სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნას, რომლებიც მიმართულია სამუშაო მანქანების წარმადობის გასაუმჯობესებლად, სამუშაო პირობების და კომფორტის გასაზრდელად, მანქანის ყოლისა და ექსპლოატაციის ხარჯების და გარემოს დამაზიანებელი შედეგების შესამცირებლად. ყველა ეს სამუშაო ხორციელდება სამი ბრენდის მეშვეობით: Manitou, Gehl და Mustang by Manitou.
„მანიტუს“ ბრენდი იშვა რთული გრუნტის და მძიმე საგზაო პირობებში მომუშავე დამტვირთველის შექმის განზრახვით. იმ დროიდან მოყოლებული, ამ უნიკალური მანქანის შექმნის შემდეგ, „მანიტუს“ ბრენდს არასდროს შეუწყვიტავს ცვლილება-განვითრების და ინოვაციის სამუშაოები, რომლის შედეგად კომპანია ბაზარს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქტს, რომლებიც სრულად პასუხობენ მშენებლობის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორების მოთხოვნებს.
„მანიტუს“ მიერ შექმნილი პროდუქცია უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია ამარაგებს სამშენებლო სფეროს პროფესიონალებს ტვირთების გადატანისა და მართვის მოწყობილობა-დანადგარებს. ინდუსტრიის ცვლილებეის გათვალისწინებით, „მანიტუს“ მანქანები ამუჯობესებენ მომხმარებელთა პროდუქტიულობას, სამუშაო პირობებსა და ამცირებენ დროს, რომელიც ჭირდება სტრუქტურულ და დამამთავრებელ სამუშაოებს ადგილებზე.
„მანიტუმ“, როგორც ყველგანმავალი დამტვირთველის შემქნელმა კომპანიამ, თავისი პროდუქცით, სამშენებლო სექტორში ტვირთების გადატანისა და მართვის სამაგალითო სტანდარტი დაადგინა. ეს უნიკალური ცოდნა და ექსპერტიზა, კომპანიას საშუალებას აძლევს შესთავაზოს ბაზარს, სფეროსთვის სპეციფიური, უახლესი ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტები. „მანიტუს“ მიერ ბაზრისთვის მიწოდებული პროდუქცია მოიცავს მრავალმხრივ და მრავალი დანიშნულების მანქანებსა და აქსესუარებს ტვირთების გადატანის, დატვირთვის და მუშახელის აწევა-გადაადგილების სფეროებში: ტესლესკოპურ მანიპულატრორებს (ფიქსირებული/მბრუნავი), კომპაქტურ დამტვირთველებს, საჰაერო (მაღლივი) სამუშაო პლატფორმებს, სამუშაო აქსესუარებს (ჩანგლისებურ სატაცებს, ჯალამბარებს, ირიბკოჭებს ამწეებისთვის და სხვა).