Socage

კომპანია SOCAGE, რომელიც მოდენის პროვინციაში მდებარეობს (იტალია), წარმოადგენს სიმაღლეზე სამუშაოებისთვის განკუთვნილი პლატფორმების წარმოებაში სპეციალიზირებულ და ამ პლატფორმების მიმწოდებელ კომპანიას. ჩვენი კომპანია გამორჩეულია იმით, რომ მას გააჩნია სიმაღლეზე საწარმოებელი სამუშაოებისთვის განკუთვნილი საჰაერო პლატფორმების  წარმოების ორმოც წელზე მეტი ხნის ისტორია. ჩვენი მაღალი ხარისხის პროდუქტები მოწინავენი არიან ტექნოლოგიურად და წარმატებით იყენებენ წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტების ევოლუციურ განვითარებას, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ბაზარზს სხვებისგან გამორჩეულის ხარისხის პროდუქცია მიაწოდოს. SOCAGE -ს საჰაერო პლატფორმებმა უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრეს მაღალი წარმადობისა და ადვილად გამოყენებადი (მოსახმარი) პლატფორმების მწარმოებლის სახელი.

SOCAGE-ს სიმაღლეზე საწარმოებელი სამუშაოების საჰაერო პლატფორმები წარმოადგენენ იმ იდეალურ დანადგარებს, რომელიც წარმატებით ემსახურება ყველა სამომხმარებლო სექტორს, დაწყებული მძღოლის გარეშე დანადგარების გაქირავებით და დასრულებული, ნებისმიერი სარემონტო, სამშენებლო თუ სამრეწველი სექტორის სამუშაოთი. ჩვენი დანადგარი-პლატფორმები სანდოა და მათი გამოყენება ადვილია ექსპოლატაციის დროს, რადგან ისინი გამოირჩევიან დიდი მობილობით და შესანიშნავად ერგებიან ქალაქურ გარემოს.

SOCAGE-ს პლატფორმებს გააჩნიათ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგების უამრავი შესაძლებლობა-ოფცია, რომელთაგან აღსანიშნავია შემდეგი: სიმძლავრის ოფციები - ლითიუმ-ჰიბრიდის სისტემები ან ელექტროტუმბოები, ოფციები ოპერატორის დასახმარებლად, როგორებიცაა სიმაღლის შემრჩევი (სელექტორი) ან SOCAGE CONNECT-ი - უსადენო კავშირისა და დახმარების სისტემებისათვის, ისევე როგორც სხვა უამრავი ტექნოლოგია განათებისა და უსაფრთხოების დანადგარებისთვის, მათ საჭიროებებზე მორგებული ვერსიებით.

კომპანიის პროდუქტები სრულად შეესაბამება არსებულ სტანდარტებს, აქვთ უსაფრთხოებისა და ეფექტურობისთვის ყველა საჭირო მახასიათებელი, არ აქვთ დეფექტები და ადვილად გამოსაყენებელნი არიან ექსპლუატაციის დროს.

გიორგი ვარდიაშვილი

  • g.vardiashvili@gtgroup.ge
  • 579 53 55 11

"სპეციალური დანიშნულების ტექნიკა" - ბრენდები