Witerna-ს უმთავრესი ვნება გახლავთ, მაღალი წარმადობის ავტომობილების გამოშვება, გზებზე ზამთრის სერვისის ეფექტურობის მაქსიმალური დონით. კომპანია ბევრ ენერგიას ხარჯავს უფრო მოხერხებული, მაღალეფექტური და მაღალი ხარისხის მანქანების გამოშვებაზე.
Witerna, როგორც სატვირთო ავტომობილების შასიზე დადგმული დანადგარების გამოცდილი მწარმოებელი, მუდმივად აკეთებს ინვესტირებას კვლევაში და დაეძებს უახლეს ტექნოლოგიებს, მსოფლიო კლასის მანქანა-დანადგარების საწარმოებლად.
Witerna-ს გზებზე ზამთრის სერვისის დანადგარები ორ ჯგუფად იყოფა: მარილის გამანაწილებელი (გამაბნეველი) დანადგარები და თოვლის ფრეზები (გუთნები). კომპანია აწარმოებს სხვადასხვა მოცულობისა და მოდიფიკაციის მოდელებს, გზებისა და ავტომობილების თავისებურებების გათვალისწინენებით. მარილის გამანაწილებლის, Salt Terna-ს გამოყენებით ხელი ეშლება გზების მოყინვას, მათზე მანქანის ბუკერიდან მარილის, შემავსებლისა და თხევადი მოყინვის საწინააღმდეგო სითხის, „დი-აისერის“ გაბნევით, ზამთრის პერიოდში.
Witerna-ს დანადგარები აღჭურვილია მაღალი ხარისხის ჰიდრავლიკური წრედით, წრედის საკონტროლო ელექტრონული მართვის პანელით და მაღალი გამძლეობის მექანიკური ჩარჩოთი )სტრუქტურით), რაც უზრუნველყოფს მანქანის გამართულად მუშაობას გზის ძნელ და კლიმატურად რთულ პირობებში.
Terna-ს თოვლის ფრეზი აღჭურვილის წინაღობის გადალახვის „სახტომი“ სისტემით, რომელიც თოვლის ფრეზს საშუალებას აძლევს გადალახოს წინაღობები და დაუბრუნდეს სამუშაო პოზიციას. თოვლის ფრეზის ფრონტალური ფირფიტა წარმოებულია DIN 76060-ის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.