PRINOTH

PRINOTH-ის თოვლის საფარის მასწორებელი (სათხილამურო ტრასების მასწორებელი) და მუხლუხა მანქანები საყოველთაოდ ცნობილია მათი შესანიშნავი მახასიათებლებით, წარმადობით, ეკონომიურობით და სანდო და გამძლე დიზაინით.PRINOTH-ი ყოველთვის იდგა უმაღლესი ხარისიხის თოვლის მანქანების წარმოების ავანგარდში. მისი თოვლის მასწორებელი მანქანები შექმნილია ინოვაციური ტექნოლოგიებით, გამოირჩევიან მომხიბლველი დიზაინით და ცნობილნი არიან მთელს მსოფლიოში.

PRINOTH-ის დამოკიდებულება მანქანების დიზაინისა და წარმოებისადმი ყოვლეთვის რესურსების ეკონომიურობასა და დაზოგვაზეა ორიენტირებული, თუმცა მანქანების წარმადობა (თოვლის ზედაპირების მოსწორებისთვის) მაქსიმალურად არის გათვალისწინებული. უახლესი ტექნოლოგიებისა და მრავალწლიანი ექსპერტული ცოდნის შერწმყა წარმოადგენს წარმატების იმ რეცეპტს, რომელიც თოვლით დაფარული ზედაპირების მოსწორებისთვის ყველაზე ეფექტურ და უმაღლესი ხარისხის სამუშაოსა და ხარჯების ოპტიმალურობას გულისხმობს.

PRINOTH-ის მუხლუხა მანქანები ერთ-ერთი ყველაზე სანდო მოწყობილობებია ექსტრემალურ პირობებში და ძნელ გრუნტზე სამუშაოდ და/ან გადასაადგილებლად. უზარმაზარი ტვირთამწეობის გათვალისწინებით, შესაძლებლია ამ მანქანების აღჭურვა სპეციალიზირებული აქსესუარებით. PRINOTH-ის მუხლუხიანი მანქანები შეუცლელია ყველა ტიპის სამშენებლო და საბურღი სამუშაოებისთვის (მილსადენების მონტაჟის პროექტების ჩათვლით) და ელექტროხაზების სამონტაჟო და მოვლისა და სარემონტო სამუშაოების დროს.

თუ ლაკონურად ვიტყვით, ეს მანქანები გვთავაზობენ გამოყენების ფართო სპექტრს მთელი წლის განმავლობაში, ყველაზე რთული პირობების მქონე სამუშაოებისთვის. PRINOTH-ის მუხლუხა მანქანები გამოირჩევიან მათი გრუნტზე დაბალი წნევით, რაც მათ საშუალებას აძლევს მიაღწიოს ისეთ ადგილებს, სადაც სხვა, თვლიანი მანქანები აუცილებლად ჩაეფლობიან. მეტიც, ეს მანქანები გამოიყენება პერსონალის, დანადგარებისა და სხვა მძიმე მოწყობილობების ტრანსპორტირებისათვის.

როგორც თოვლის მასწორებელი, ისე - მუხლუხიანი თუ სატყეო/მულჩირებისთვის განკუთვნილი მანქანები, შექმნილია პრაქტიკული, ყოველდღიური საქმიანობისთვის. შესაძლებელია მათი მორგება მომხმარებელთა ყველაზე განსხვავებულ მოთხოვნებზე, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. PRINOTH-ის მისიას წარმოადგენს იყოს თქვენი ექსპერტი-პარტნიორი ისეთ ურთიერთობებში, როდესაც ფოკუსირება მომხმარებელსა და სერვისზე, ამ ურთიერთობების პრიორიტეტს წარმოადგენს.

ნიკოლოზ კოზანაშვილი

  • n.kozanashvili@gtgroup.ge
  • 593 67 06 57

"სპეციალური დანიშნულების ტექნიკა" - ბრენდები