New Holland Agriculture

სექტემბერში სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამა იწყება. ნებისმიერ ფერმერს შეეძლება მიიღოს სახელმწიფოს თანადაფინანსება 30-35%-ის ოდენობით სოფლის მეურნეობის ტექნიკის შესაძენად.

New Holland („ნიუ ჰოლანდი“) გახლავთ სასოფლო-სამეურნეო მანქანების გლობალური მასშტაბის ბრენდი, რომელსაც აწარმოებს  კორპორაცია CNH Industrial-ი. „ნიუ ჰოლანდის“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მოიცავს ტრაქტორებს, მოსაცლის ასაღებ კომბაინებს, ფურაჟის ასაღებ მანქანებს, თვითმავალ შემასხურებლებს, სათეს მოწყობილობებს, კომპაქტურ, მრავალფუნქციურ ტრაქტორებს (ე.წ. hobby tractors), მსუბუქი შასის მქონე მანქანებს/ფურგონებს (ე.წ. utility vehicles) და სასოფლო-სამეურნეო მისაბმელებს და ვენახის კომბაინებს.

 „ნიუ ჰოლანდის“ საწარმოო ისტორია დაიწყო 1859 წელს, პენსილვანიის შტატში (აშშ), New Holland Machine Company-ის დაარსებით. 199 წელს, „ნიუ ჰოლანდი“ საერთასორისო კორპორაციის, CNH Global-ის ბრენდი გახდა, რომელის უმეტეს ნაწილს, კორპორაცია Fiat Industrial-ი ფლობდა. 2013 წლის 29 სექტემბერს, CNH Global-სა და Fiat Industrial-ის შერწმით შეიქმნა ახალი გაერთიანება, CNH Industrial-ი, რომელიც რეგისტრირენულ იქნა ნიდერლანდებში.

 „ნიუ ჰოლანდის“ მანქანა-დანადგარები იწარმოება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში; კორპორაციის ადმინისტრაციული სათაო ოფისი მდებარების ქ. ტურინში (იტალია), ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის მთავარი ოფისი განლაგებულია ქ. ნიუ ჰოლანდში (პენსილვანია, აშშ). აქვე მდებარეობს თივის ამღები დანადგარების მსოფლიოში უდიდესი ქარხანა. „ნიუ ჰოლანდის“ (CNH Industrial-ის) თვრამეტი ქარხანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია განლაგებული, ხოლო ექვსი ერთობლივი საწარმო და მათი ქარხნები - ორივე ამერიკის კონტინენტზე, აზიაში და ახლო აღმოსავლეთში. კორპორაცია დღეს წარმოედგენილია მსოფლიოს ასსამოცდაათ ქვეყანაში.

ბოლო წლებში კომპანია რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა დიზაინია და ინოვაციური გამოგონებების სფეროებში. ცოტა ხნის წინ, „ნიუ ჰოლანდმა“ მსოფლიოს წარუდგინა NH2- წყალბადის ენერგიაზე მომუშავე ტრაქტორი, რომლის მეშვეობითაც ფერმერებს შეეძლებათ ტარქტორის ენერგიის წყაროდ განახლებადი ენერგია გამოიყენონ. „ნიუ ჰოლანდი“ თავისი პროდუქტებისათვის ფლობს სპეციფიურ, საინოვაციო სავაჭრო ნიშნებს როფორებიცაა ABS Super Steer system-ი, Opti Fan System-ი, Intellifill system-ი და სხვა.

 „ნიუ ჰოლანდი“ აღნიშნავს მუშაობის ასოცდახუთწლიან იუბილეს და მხარს უჭერს ფერმერებს, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ხოლო ეს ყველაფერი დაიწყო მე-19 საუკუნეში, როდესაც ეიბ ციმერმანმა, პენსილვანიის შტატში თავისი პირველი სარემონტო სახელოსნო გახსნა.

ირაკლი გამსახურდია

  • i.gamsakhurdia@gtgroup.ge
  • 598 28 88 26

"სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა" - ბრენდები