Basak

ქარხანა დაარსდა 1944 წელს, ქ. ადაპაზარიში, „DA-TA“ -ს სახელით („დამირ არაბა - ტაჰტა არაბა“, თურქ. „რკინის მანქანა-ხის მანქანა“). მოგვიანებით, კომპანია შეიძინა თურქულმა სასოფლო-სამეურნეო ინსტრუმენტების საზოგადოებამ და 1944 წელსვე დაიწყო წარმოება. კომპანიის ახალი სახელი გახდა „Sakarya Alat-ı Ziraiye „ - (SAZ).

ქარხანა 1962 წლამდე აწარმოებდა ურმებს, კარაქის სადღვებელებს, ფუტკრის სკებსა და ხის ტოტების დამაქუცმაცებელ მანქანებს. პარალელურად, კომპანია  Sakarya“-ს აწვდიდა ელეტროენერგია საკუთარი თერმოელექტრული სადგურიდან. 1962 წელს, კომპანიამ დაიწყო „ფორდის“ წარმოებული ტრაქტორების იმპორტი და შექმნა ტრაქტორების მომსახურების (ტექნიკური სერვისის) საამქრო.

1968 წელს, ქარხანა იწყებს „ფორდის“ ტრაქტორების წარმოებას და მალევე აღწევს ადგილობრივი კომპონენტებით კომპლექტაციის 65%-ს (ე.წ. წარმოების „ლოკალიზაცია“). მოგვიანებით, 1979 წელს, კომპანია იწყებს ავსტრიული ბრენდის, „Steyr“-ის ტრაქტორების წარმოებას, [‘‘ფორდის’’] მსგავსი ხელშეკრულების პირობებით.

 „Basak Tractor“-ი აწარმოებს ტრაქტორებს საკარიას პროვინციაში მდებარე ქარხანაში (თურქეთის ჩრდილო-დაავლეთი, შავს ზღვის სანაპირო). ქარხნის მთლიანი ტერიტორია 178,000 კვ. მ შეადგენს, ხოლო ქარხნის ფართობია 35,000 კვ. მ. ქარხნის წლიური წარმადობაა 10,000 ერთეული. ქარხანა თვითონვე აწარმოებს ტრაქტორების ძრავებს, სიჩქარეთა კოლოფსა და ჰიდრავლიკურ კომპონენტებს.

 „Basak Tractor“-ი უკვე დიდი ხანია ემსახურება თურქი ფერმერების საჭიროებებს და ბაზარს აწვდის სხვადასხვა დანიშნულების ოცი (20) მოდელის ტრაქტორს,  წამყვანი თვლების ორამძრავიანი და ოთხამძრავიანი მოდიფიკაციებით. „Basak Tractor“-ი აწარმოებს საკუთარი პროექტით (დიზაინით) შექმნილ ტრაქტორებს, რომელბსაც დაბალი საოპერაციო ხარჯები და საწვავის დაბალი მოხმარება აქვთ.

ცოტა ხნის წინ, მოხდა „Basak Tractor“-ის რეორგანიზაცია და იგი დღეს თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის, „Sanko group“-ის შემადგენლობაში შედის. ჰოლდინგი მას თავის ფართო სავაჭრო ქსელსა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების და კონკურენტული და ეკონომიკური სათადარიგო ნაწილების მარაგის შესაძლებლობებს სთავაზობს.

მიხეილ კობაიძე

  • m.kobaidze@gtgroup.ge
  • 558 35 43 12

"სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა" - ბრენდები