EFE

კომპანია „EFE Endüstri ve Ticaret A.Ş“ 1974 წელს შეიქმნა. ამ დროიდან მოყოლებული, კომპანია EFE აგრძელებს ნაყოფიერ მუშაობას ქ. ქემალფაშას ქარხანაში (იზმირის პროვინცია), 55 000 მ2 ფართობის საწარმოო ტერიტორიაზე (მათგან 25 000 მ2 გადახურული წარმოებაა), როგორც MERT Group-ის (მსხვილი თურქული ბიზნეს-კონგლომერატი, მრავალფეროვანი პროდუქციითა და სერვისებით: https://mertgroup.com/en/ ) ასოცირებული წევრი 1999 წლიდან. EFE Endüstri დღეს, თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, თანამედროვე აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებით, სატვირთო და კომერციული ავტომობილებზე, სხვადასხვა დანადგარების მონტაჟის მიმართულებით. დღეისათვის, EFE Endüstri-ის თავისი მომხმარებლისათვის 60 000-ზე მეტი, დანადგარებით აღჭურვილი ავტომობილი აქვს გაყიდული.

EFE Endüstri წარმატებით ახორციელებს მუნიციპალური მიზნებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო და დასუფთავების დანადგარების მიწოდებას. კომპანიის მრავალფეროვანი ტექნოლოგიური შესაძლებლობები და გლობალურ კომპანიებთან (LIEBHERR) თანამშრომლობა მას საშუალებას აძლევს შესთავაზოს თავისი მომსახურება სამშენებლო და ცემენტის მწარმოებელ სექტორებს. 

Efe Endüstri მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე მისაღებ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სამხედრო და კომერციული ნახევარ-მისაბმელი ტრაილერებისათვის. გარდა ამისა, კომპანია ბაზარს თავაზობს სპეციალიზირებულ მომსახურებას სატრანსპორტო სპეციალური ტექნიკისათვის.

გიორგი ვარდიაშვილი

  • g.vardiashvili@gtgroup.ge
  • 579 53 55 11

"სპეციალური დანიშნულების ტექნიკა" - ბრენდები