კომპანია „ANSAN Hidrolik“-ის წარმოება ქ. იზმიტში (ქოჯაელის პროვინცია, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი, მარმარილოს ზღვის სანაპირო) 1989 წელს დაარსდა. იგი მოიცავს დანადგარების წარმოებას (ქარხანას), გაყიდვებსა და სადისტრიბუციო ოპერაციებს. „ANSAN Hidrolik“-მა საკმაოდ მოკლე პერიოდში შეძლო მაღალი ხარისხის საწარმოო სტანდარტების დანერგვა და გაზარდა თავისი წარმოება 10-ერთეული პლატფორმებიდან (2007 წელს), 20-ერთეულიან პლატფორმამდე უკვე 2008 წლისათვის. კომპანიამ იმავე წლებში დაიწყო პროდუქციის ექსპორტი მაროკოში, საბერძნეთში, ალჟირსა და საუდის არაბეთში დღეს, ANSAN Hidrolik“-ი, მსოფლიო ბაზარზე, სამუშაო პლატფორმებისერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, გლობალური საექსპორტო შესაძლებლობებით.
ANSAN Hidrolik“-ის პროდუქცია დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სატვირთო მანქანებზე დამონტაჟებული საჰაერო სამუშაო პლატფორმები, თვითმავალი პლატფორმები, ბუქსირით გადასაყვანი პლატფორმები, სარემონტო პლატფორმები, მობილური ამწეები.
ANSAN Hidrolik-მა, მთავრობის საინვესტიციიო მხარდაჭერით, წარმოება სამჯერ გაზარდა და აამუშავა ახალი ქარხანა ვანის პროვინციაში (თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი). ANSAN Hidrolik-ი, თავისი დაარსები დღიდან, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქმიანობის ინსტიტუციონალიზაციას, განვითარების საქმეში პროფესიონალებისა და აკადემიური წრეების ჩართვით. კომპანიის მენეჯმენტის სისტემებისადმი თანამედროვე მიდგომებით, ANSAN-მა შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი წამყვანი კომპანია სამუშაო პლატფორმების სექტორში.
„ANSAN Hidrolik“-ი, ახალი მოწყობილობების პროექტირებისა და დიზაინის პროცესში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უსაფრთხოების საკითხებს. ამ მიზნით კომპანია ფართოდ იყენებს უახლეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს (ANSYS, CATIA) და წამყვან, ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიურ დანადგარებსა და ინფრასტრუქტურას.