BYD (Build Your Dreams) მაღალტექნოლოგიური ტრანსპორტისა და მდგრადი ენერგეტიკის სფეროს წამყვანი გლობალური ბრენდია. 1995 წელს დაწყებული საქმიანობა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ბატარეების ინოვაციურ წარმოებას მოიცავდა, მასშტაბურ ევოლუციად იქცა, რამაც კომპანია მსოფლიო ბაზარზე ნომერ პირველ „ახალი ენერგიის ავტომობილების“ (NEV) მწარმოებლად ჩამოაყალიბა.
BYD Cars წარმოადგენს ბრენდის წამყვან მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავს ყოველდღიური მგზავრობის ტრანსფორმაციას და მის ქცევას უფრო ეკოლოგიურ, უსაფრთხო და ინტელექტუალურ პროცესად. სამგზავრო ავტომობილების ხაზი აერთიანებს მოწინავე ელექტრომობილებსა (EV) და ახალი თაობის დატენვად ჰიბრიდებს (PHEV), რომლებიც გლობალურ ბაზარზე ახალ სტანდარტებს აწესებენ.
სამგზავრო მიმართულების წამყვანი უპირატესობები:
- ინოვაციური საინჟინრო პლატფორმები და CTB ტექნოლოგია: BYD-ის სრულად ელექტრომობილები დაფუძნებულია ინოვაციურ e-Platform 3.0 არქიტექტურაზე, რომელიც სპეციალურად ელექტრონული ტრანსპორტისთვის შეიქმნა. პლატფორმის მთავარი სიძლიერეა CTB (Cell-to-Body) ტექნოლოგია, რომელიც Blade ბატარეას უშუალოდ ავტომობილის მზიდ კორპუსში აინტეგრირებს. ეს მიდგომა მკვეთრად ზრდის კონსტრუქციის სიმტკიცესა და უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს სიმძიმის ცენტრის იდეალურ გადანაწილებას და სალონში ინარჩუნებს მაქსიმალურ სივრცეს.
- ახალი თაობის DM (Dual Mode) სუპერ-ჰიბრიდული სისტემა: BYD-ის საფირმო ჰიბრიდული ტექნოლოგია ორ ძირითად მიმართულებადიყოფა: DM-i (ორიენტირებული მაქსიმალურ ენერგოეფექტურობასა და საწვავის ეკონომიაზე) და DM-p (ორიენტირებული სპორტულ დინამიკასა და სრულ ამძრაობაზე). შიდა წვის უახლესი ძრავებისა და ელექტრო აგრეგატების სინქრონული მუშაობა მომხმარებელს სთავაზობს საწვავის რეკორდულად დაბალ ხარჯსა და უპრეცედენტო კომბინირებული სვლის მარაგს, რაც სრულად გამორიცხავს შორ მანძილზე მგზავრობისას ენერგიის ამოწურვის დისკომფორტს.