ინგლისში, 1899 წლის 19 მარტს, ჩარლზ ჩიირზ უეიკფილდმა დააარსა მცირე საწარმო, სახელად „C.C. Wakefield & Co.“, რომელიც ზეთებსა და საპოხ მასალებს აწარმოებდა. ათი წლის შემდეგ, ბატონმა უეიკფილდმა ერთმანეთს მინერალური და აბუსალათინის (კასტორის) ზეთები შეურია და მიიღო ახალი პროდუქტი, რომელსაც ავტორმა მოგვიანებით „კასტროლი“ (Castrol) უწოდა. დღეს, ეს სახელი, უმაღლესი ხარისხის ზეთის სინონიმია.
Castrol-ის რეპუტაცია მრავალი გამარჯვებითა და მიღწევით შეიქმნა. ავტომობილები, რომლებიც Castrol-ის ზეთს იყენებდნენ, 23-ჯერ გახდნენ მსოფლიო რეკორდების მფლობელები! ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა გახდა ენდი გრინის მიერ 1997 წლის 15 ოქტომბერს დამყარებული სიჩქარის რეკორდი, რომლის მეშვეობითაც გრინი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც გადალახა ბგერის სიჩქარის ბარიერი ხმელეთზე და მიაღწია 763.035 მილს/საათში (1227.99 კმ/სთ-ში) სიჩქარეს, მისი ზებგერითი სარბოლო მანქანით, Trust SSC-ით.
Castrol-ი ბაზარს სთავაზობს ფაქტობრივად ყველა ტიპის საცხებ-საპოხ მასალას საშინაო, კომერციული და ინდუსტრიული გამოყენებისათვის, რაც მას მსოფლიო ლიდერად აქცევს ტექნიკური სითხეებისა და მაღალი ხარისხის ზეთების სფეროებში. Castrol-ს, როგორც პროდუქტს უკვე 120-წლიანი ისტორია აქვს და იგი მომხმარებელს აწვდის ზეთებს საავტომობილო, მოტოციკლების, სარკინიგზო, საზღვაო, საწარმოო, სამთო-მოპოვებითი, ლითონის დამუშავებისა და საჰაერო დანიშნულებისათვის. Castrol-ი ფართოდ გამოიყენება მრეწველობასა და პროფესიულ სპორტში.
დღეს, Castrol-ის ზეთები და საცხებ-საპოხი მასალები იწარმოება Castrol-ის ევროპაში მდებარე ქარხნებში და იყიდება მთელს მსოფლიოში, 150-ზე მეტ ქვეყანაში მდებარე სადილერო ქსელის საშუალებით.
შპს „ჯი თი გრუპი“ 2001 წლიდან გახლავთ Castrol-ის ოფიციალური დილერი საქართველოში და ქვეყანაში ექსკლუზიურად შემოაქვს Castrol-ის ზეთები და საცხებ-საპოხი მასალები. 2005 წლიდან, „ჯი თი გრუპმა“ ოფიციალურად მიიღო Castrol -ის პროდუქტების დილერის სტატუსი სომხეთში, ხოლო 2007 წლიდან - უზბეკეთში.
2003 წლიდან დაწყებული, „ჯი თი გრუპს“ მოპოვებული აქვს „მსხვილი იმპორტიორისა და მსხვილი გადამხდელის“ მრავალი ჯილდო, დიპლომი და ნომინაცია, ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების კატეგორიაში. ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს მომხმარებლის კმაყოფილებას „ჯი თი გრუპის“ სერვისებით და იმ ნდობას, რომელსაც ბაზარი გამოხატავს Castrol-ის პროდუქტებისადმი.
Castrol-ის ზეთები „პირველადი ჩასხმის“ ძრავის ზეთია ისეთი გლობალური ავტო-გიგანტებისათვის როგორებიც არიან Land Rover-ი, Jaguar-ი, Renault-ი, Volvo, Subaru, Honda, Nissan-ი, და Ford-ი.
Castrol-ი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ზეთი. Castrol-ის პროდუქტების ხარისხი სრულად შეესაბამება და ხშირად, აჭარბებს კიდეც იმ მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია კომერციული და სპეციალური დანიშნულების მქონე ავტომობილებისათვის.