Güneri Makina

Güneri Makina დაფუძნდა საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების საწმენდი, გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისი დანადგარების წარმოებისათვის ქ. ანკარაში 1985 წელს. კომპანიის წარმოება აქტიურად მუშაობს ქ. გებზე/ქოჯაელის ქარხანაში 1990 წლიდან.

როგორც საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების საწმენდი მოწყობილობების სფეროს ლიდერ საწარმოს, Güneri Makina-ს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გაყიდულია აქვს 1,000-ზე მეტი, სპეციალური დანადგარებით აღჭურვილი სატვირთო-მუნიციპალური ავტომობილი, ხოლო ქარხნის წლიური წარმადობა, დღეს დაახლოებით 160 აღჭურვილ ავტომობილს შეადგენს.

Güneri Makina-ს წარმოების ფილოსოფია ემყარება რამდენიმე პრინციპს: მაღალი ხარისიხის პროექტირების, წარმოებისა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების (სერვისის) მაღალი კულტურა და ნულოვანი დეფექტურობა, რაც განაპირობებს კომპანიის მომხმარებელთა მიერ გამოხატულ ნდობასა და ერთგულებას.

საკანალიზაციო ქსელების საწმენდი და მაღალი წნევით მწმენდი სატვირთო ავტომობილები დაპროექტებულია, საკანალიზაციო და სანიაღვრე მილებში ნარჩენებისა და დანალექი მყარი მასის დასაქუცმაცებლად, სანიაღვრე ჭებიდან მასალის ამოსატვირთად და მათ სარეცხად. საკანალიზაციო სისტემის მყარი ნარჩენების ამოსატუმბად გამოიყენება ვაკუუმ-სატუმბი დანადგარები, რომელბიც წარმატებით უმკლავდებიან საკანალიზაციო და სანიღვრე სისტემების მყარ ნარჩენებს.

ვაკუუმ-ცისტერნები (სეპტიკური ცისტერნები) შექმნილია საკანალიზაციო და სანიაღვრე სალექარებისა და საკანალიზაციო ჭების საწმენდად. ეს მანქანები გამოიყენება დანალექი მასის ცისტრნაში ამოსატუმბად და მისი სპეციალურ დასაცლელ პუნქტებში ტრანსპორტირებისათვის.

ინდუსტრიული ვაკუუმური დამტვირთველები (Industrial vacuum loaders) დაპროექტებული და შექმნილია სველი და მშრალი მასალის ამოსატუმბად. მუნიციპალური ვაკუუმ-დამტვირთველები ემსახურება სველი მასის ამოტუმბვას. შემწოვი მილების ზომა შეესაბამედა DN150 mm (6’’-დუიმი) და DN200 mm (8’’-დუიმი) სტანდარტებს. ფრთიანი, მოცულობითი ტუმბოების წარმადობა შეადგენს 8,000-10,000 კუბ. მ/სთ-ში, 50-90% ვაკუუმ-შეწოვით. ვაკკუმ-დამტვირთველებში შესაწოვი მასაგადის ფილტრაციის 6-7 ეტაპს.

გიორგი ვარდიაშვილი

  • g.vardiashvili@gtgroup.ge
  • 579 53 55 11

"სპეციალური დანიშნულების ტექნიკა" - ბრენდები