Sumitomo

Sumitomo Construction Machinery Co. Ltd.-ის („სუმიტომოს სამშენებლო მანქანების“) და მისი ბიზნესის ისტორია 1968 წლიდან იწყება, როდესაც შედგა ტექნოლოგიური ალიანსი ამერიკულ სამშენებლო მოწყობილობების მწარმოებელ Link-Belt-თან. ამ დროიდან, კომპანია მისდევს როგორც ჰიდრავლიკური ექსკავატორების, ისე - საგზაო მანქანების წარმოების ბიზნესს. „სუმიტომო“ დღეს ბაზარს აწვდის ამ ორი მიმართულების უახლეს, მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას.

Sumitomo Construction Machinery-ის ჰიბრიდული ექსკავატორები დიდად არიან დაფასებული მომხმარებლის მიერ არა მხოლოდ საწვავის დიდი ეკონომიის, არამედ კარგი საოპერაციო მოქმედების გამო, რომლებიც სრულად შეესაბამება ჰიდრავლიკური ექსკავატორების მსოფლიო სტანდარტებს. მეტიც, „სუმიტომოს“ სამშენებლო მოედნის მონიტორი - field-view monitor, FVM - გახლავთ მსოფლიოში პირველი მონიტორი, რომელიც მუშაობს ექსკავატორის კაბინიდან 270-გრადუსიანი ხედვის კუთხით და უზრუნველყოფს ექსკავატორის უსაფრთხო ოპერირებას სამუშაო მოედანზე. ახალ, მეორე თაობის FVM2 მონიტორს კიდევ უფრო  მეტი მაღალტექნოლოგიური თავისებურებები აქვს.

პროდუქციის განვითარების კუთხით, „სუმიტომოს სამშენებლო მანქანებმა“ ბაზარზე გამოუშვა ეკოლოგიური პროდუქტი, მოწინავე დიზაინის ჰიბრიდული ექსკავატორები და ICT-ით (საინფორმაციო და საკომუნკაციო ტექნოლოგიები) აღჭურვილი სამშენებლო მანქანები. საწარმოო მიმართულებით, „სუმიტომო“ განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ნახშირორჟანგის (CO2) ემისიების შემცირებას ქარხნებში და ნარჩენების მოცულობის შემცირებას. საბოლოოდ, აღსანიშნავია ისიც რომ გაყიდვების მიმართულებით, კომპანია პროგრესირებს ეკო-გაყიდვებში.

 „სუმიტომოს სამშენებლო მანქანები“ მიზნად ისახავს არ მხოლოდ  მომხმარებელთა კმაყოფილების უმაღლესი დონის მიღწევას, არამედ სურს გახდეს კომპანია, რომელსაც სამშენებლო მანქანების ბიზნესის განვითარების მეშვეობით დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში.

ირაკლი გამსახურდია

  • i.gamsakhurdia@gtgroup.ge
  • 598 28 88 26

"სამშენებლო ტექნიკა" - ბრენდები