დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო
უნიკალური შემოთავაზება Kuhn-ისგან! შეიძინეთ Kuhn-ის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში და გაემგზარეთ საფრანგეთში სრული დაფინანსებით. საფრანგეთში საშუალება მოგეცემათ ეწვიოთ Kuhn-ის ქარხანას, გაეცნოთ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მოინახულოთ ადგილობრივი ფერმები, შეხვდეთ იქაურ ფერმერებს და რა თქმა უნდა, ისიამოვნოთ ფრანგული კულინარიით.
Kuhn Group-ი, თავისი 190-წლიანი ისტორიით, სასოფლო-სამეურნეო მანქანების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოს მასშტაბით. Kuhn-ის პროდუქცია მოიცავს: მანქანა-დანადგარებს ხვნა-თესვისთვის, საკვები ნივთიერებების და სასუქების მართვისათვის, მცენარეთა დაცვის, თივისა და ფურაჟის აღებისათვის, მსხვილფესა რქოსანი საქონლის დაბინავება-კვებისათვის და ლანდშაფტის მოვლა-პატრონობისათვის. პროდუქტების განსაკუთრებულად ფართო რიგი მიმართულია დიდი ზომის ფერმებისა და კონტრაქტორების საჭიროებების და სხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. Kuhn-ის საქმიანობა აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას, დაგროვილს სასოფლო სექტორში, რაც მას საშუალებას აძლევს მომხმარებელს შესთავაზოს პროდუქტებისა და სერვისების საუკეთესო რიგი და მათი მრავალფეროვნება. პროდუქტების ფართო რიგიდან, თითოეული მათგანი მსოფლიო ლიდერია მათი გამძლეობითა და წარმადობით.
Kuhn-ი, რომელიც პირველად იოზეფ კუნის მიერ 1828 წელს შექმნილი სოფლის სამჭედლო გახლდათ, ადრეულად დასპეციალდა სასოფლო სასწორებისა და ასაწონი დანადგარების წარმოებაში. საწარმოში ნიშვნელოვანი ცვლილება 1864 წელს მოხდა, როდესაც გაიხსნა პარიზი-სტრასბურის რკინიგზის ხაზი, რომლის დროს საფრანგეთში განვითარებისა და კეთილდღეობის პერიოდს დაემთხვა. ამ დროს, იოზეფ კუნმა ეს სასიკეთო გარემოება სწორად გამოიყენა და თავისი მცირე საწარმო ქ. სავერნში გადაიტანა, სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და დანადგარების წარმოების მიზნით.
დღეს, KUHN-ის საწარმოთა ქსელი მსოფლიოს ოთხ კონტინენტზეა გაშლილი, წარმოდგენილი 100-ზე მეტი, სხვადასხვა სახის საწარმოთი, რომლებიც ფერმერებისთვის აწარმოებენ მანქანებსა და დანადგარებს მარცვლეულის დათესვა-მოყვანისათვის, მცენარეთა დაცვისათვის, თივისა და ფურაჟის და საქონლის მოვლა-კვების მიმართულებებით.