Hako

Hako, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს დასუფთავების და მუნიციპალური სერვისების მაღალპროფესიულ მანქანებსა და დანადგარებს. კომპანიის მთავარი ქარხნის გარდა, რომელიც მდებარეობს ქ. ბად-ოლდესლეოში (ქ. ჰამბურგის მახლობლად),  Hako Group-ს საწარმოო სიმძლავრეები გააჩნია გერმანიაში, პოლონეთსა და აშშ-ში.

Hako ყოველთვის საწარმოო ფრონტის პირველ რიგში იდგა, თვით 1948 წელს, ბად-ოლდესლოეში „ჰაკოს“ საწარმოს შექმნამდე, უკვე 1920 წელს, ჰანკ კოხმა მსოფლიოში პირველმა შექმნა მცირე ძრავიანი ციცხვი. ამ დღიდან მოყოლებული, „ჰაკოს“ დევიზები ყოველთვის ასე ჟღერს „წინ სრული სვლით“ და „შექმენი ფართო საჭიროებისთვის“. დღეს, Hako-ს, თავისი პროდუქციის ყოვლისმომცველი რიგით, გააჩნია ყველა ტიპის დანადგარი და გადაწყვეტა, დასუფთავებისა და მუნიციპალური ტექნოლოგიების სფეროებში.

ხვეტა, დაგვა, ხვეტა და მტვერის შესრუტვა, ჯაგრისით წმენდა და გაშრობა: Hako ავითარებს ისეთ საწმენდ ტექნოლოგიებს, რომელბიც შეესაბამება შიდა და გარე მდებარე სივრცეების მაღალპროფესიულიი დასუფთავების ყველაზე მაღალ მოთხოვნებს. Hako-ს ტექნოლოგიები ქმნიან ახალ სტანდარტებს ერგონომიკის, საოპერაციო კომფორტის, წარმადობის, ეფექტურობისა და მომავალზე მიმართული სამუშაო პროცესის მიმართულებით.

გამოწვევები, რომლებიც მუნიციპალურ ტექნოლოგიებს უკავშირდებიან ისეთივე მრავალმხრივნი არიან როგორც თვითონ ცხოვრება ქალაქში. Hako ითვალისიწინებს იმ ცვალებად მოთხოვნებს, რომელბიც მუნიციპალიტეტებიდან, სერვისების მომწოდებლებისგან და სამრეწველო კომპანიების სამუშაო ციკლებიდან მომდინარეობენ და მომხმარებელს სთავაზობს ეკონომიკურად ყველაზე ეფექტურ და მუნლიფუნქციურ გადაწყვეტებს: მხოლოდ ერთ მანქანას შეუძლია შეასრულოს თითქმის ყველა სახის, ერთმანეთისგა განსხვავებული ოპერაცია. Hako-ს მანქანები და ტექნოლოგიები შეუცვლელნი არიან ეფექტური პრაქტიკული სამუშაოსათვის და მანქანა-დანადგარების მოქნილი  გამოყენებისათვის.

ნიკოლოზ კოზანაშვილი

  • n.kozanashvili@gtgroup.ge
  • 593 67 06 57

"სპეციალური დანიშნულების ტექნიკა" - ბრენდები