Dulevo

Dulevo International-ი, კომერციული, ინდუსტრიული და ურბანული სახვეტი ავტომობილების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

დაარსების დღიდან, კომპანია ფოკუსირებული იყო ხარისხის და ტექნოლოგიის უმაღლესი სტანდარტების დანერგვაზე. კომპანიის მდგრადი ზრდის პროცესმა ხელი შეუწყო მის განვითარებას და პროდუქტების რიგის მრავალფეროვნებას, რომელიც აუცილებელი იყო ბაზრისა და მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 

მომხმარებელთა მრავალგავარი და სპეციფიური საჭიროებებიდან გამომდინარე, Dulevo-მ მოახერხა რამდენიმე, მომხმარებელზე მორგებული საპროდუქტო ხაზის პროექტირება და შექმნა: ქუჩის სახვეტები და სამრეწველო სახვეტები, კომპლექტაციის ორი ვერსიით - ოპერატორის სკამიანი (ე.წ. „man on board“) და სახვეტის უკან ფეხით მისაყოლი (ე.წ. „walk behind“)

Dulevo-ს დღის წესრიგი ყოველთვის მიმართულია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, რომელთა საჭიროება, ბაზრისა და საბოლოო მომხმარებლის სპეციფიური მოთხოვნების მიხედვით განისაზღვრება. Dulevo-ს საწარმოებში იქმნება სახვეტების მოდელების ფართო რიგი, როგორ  დახურული შენობების, ისე -  შენობებს გარეთ არსებული სივრცეების დასუფთავებისთვის. 

სამრეწველო პროცესების შედეგად გარემოში გაბნეული მტვრის დასუფთავების პრიორიტეტის გათვალისწინებით, Dulevo, განსხვავებით სხვებისგან, ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც იყენებს ზემცირე ზომის მტვრის ნაწილაკების ფილტრაციის ტექნოლოგიას თავის ყველა მოდელის სახვეტში, რაც მის მანქანებს უნივერსალურად აქცევს ყველა სახის სამუშაოსათვის.

ბაზარზე არსებული ურბანული და სამრეწველო დასუფთავების სამუშაოების საუკეთესოდ სესრულებისათვის, Dulevo-მ შექმნა ქუჩის სახვეტების სპეციალური სამოდელო ხაზი, რომელიც თავიანთი მანევრულობით, კომპაქტურობითა და სიჩქარით, გაბსაკუთრებულია და აღემატება ყველა კონკურეტულ ბრენდს.

Dulevo-ს ქუჩის სახვეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა სახის გარე დასუფთავების უმაღლეს ხარისხს, ტექნოლოგიურად თავში აერთიანებენ დასუფთავების მაღალ ეფექტურობას და მინიმალურ ზეგავლენას გარემოზე, როგორც მტვრის ნაწილაკების, ისე - ნახშირორჟანგის ატმოსფეროში ემისიის კუთხით.

ხვიჩა კიპაროიძე

  • kh.kiparoidze@gtgroup.ge
  • 591 01 49 09

"სპეციალური დანიშნულების ტექნიკა" - ბრენდები