კომპანია „Volkan Itfaiye“ (‘ვოლკანის სახნაძრო დანადგარები’), 1974 წელს დაარსდა, ბ-ნი ისა თეჯიმის მიერ. კომპანიის საქმიანობა დაიწყო სახანძრო მანქანების წარმოებით 50 კვ. მ ფართობის სივრცეში და ამდროს კომპანიას რვა თანამშრომელი ჰყავდა.
კომპანია Volkan Itfaiye-ის საქმიანობის დევიზი გახლდათ „ჩვენ ვიცით როგორ გრძნობთ თავს ხიფათის დროს“ და ყოველ ჯერზე, ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად დამზადებული სახანძრო ავტომობილების გამოშვებისას, კომპანია ახალ შთაგონებასა და ენერგიას აიძენდა შემდგომი პროგრესისა და განვითარებისთვის. მიუხედავად მცირემასშტაბიანი დასაწყისისა, კომპანია აკეთებდა ყველაფერს, რაც მათ იმ დროს ხელეწიფებოდა. 1978 წელს, „ვოლკანი“ იწყებს საკუთარი სახანძრო ტუმბოების წარმოებას.
მალევე, „ვოკლანი“ ამზადებს თავის პირველ სახანძრო ავტომობილს, 18-მეტრიანი, ჰიდრავლიკური სახანძრო კიბით, რომელიც დღესაც მუშაობს და თითქოს ახალ ინსპირაციას აძლევს კომპანიის თანამშრომლებს ინოვაციების დასანერგად. მოგვიანებით, 1992 წელს, „ვოლკანის“ საწარმო აგებს თურქეთში პირველ, აეროპორტებისა და თვითმფრინავების სახანძრო უსაფრთხოების სპეციალიზირებულ ავტომობილს და პირველ მოდულურ სახანძრო მანქანას. 2000 წელს, „ვოლკანი“ მონაწილეობას ირებს “Interschutz”-ში, მსოფლიოში ყველაზე მსხვილ სახანძრო უსაფრთხოების გამოფენაში და იქვე იღებს პირველ შეკვეთას საერთაშორისო ბაზარზე, რაც მისი პროდუქციის ეფექტურობისა და ხარისხის დადასტურება გახლდათ.
„ვოლკანი“, რომელიც ცნობილია პროდუქციის სანდოობით და სახანძრო ტუმბოებისა და დაკომპლექტებული სახანძრო მანქანების ხარისხით, მომხმარებელს სთავაზობს ახლებურ, „გონიერ“ გადაწყვეტებს. 1974 წლიდან, კომპანია თავისი ინოვაციური საწარმოო სისტემით, რომელიც მუდმივად მიმართულია წინსვლისაკენ, არასდროს ღალატობს მთავარ მოთხოვნას: ხარისხს! კომპანიის წარმოებული სახანძრო ტექნიკა წარმოადგენს იმ პროცესის შედეგს, რომელიც ითავლისწინებს უახლესი ტექნოლოგიების ადაპტაციას საწარმოო პროცესში და მომხმარებლის სურვილებისა და მოთხოვნების უპირობო შესრულებას.
დღეს, „Volkan Group“-ის სახანძრო დანადგარებისა და ავტომობილების წარმოებაში ჩართულია სამასზე მეტი სპეციალისტი, ხოლო კომპანიის ქარხანა გაშლილია 135 000 კვ. მ-ის ფართობზე, რომლიდანაც 25 000 კვ. მ, ყველა სახის ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ დახურულ საწარმოს უკავია. „ვოლკანის“ საწარმოო ტერიტორია მდებარეობს ქ. ტორბალიში (იზმირი, თურქეთი), რომელშიც იგი ცოტა ხნის წინ განთავსდა.