Ford

Ford Motor Company აწარმოებს ავტომობილთა ფართო სპექტრს Ford-ის მარკის ქვეშ მთელს მსოფლიოში. ფორდს აქვს ავტომობილების საკმაოდ შთამბეჭდავი ხაზი. ის გვთავაზობს იმას, რაც მომხმარებელს ყველაზე მეტად ესაჭიროება: საწვავის ეკონომია, ტექნოლოგია, უსაფრთხოება და გადაადგილების შესანიშნავი  შესაძლებლობა. ამასთანავე,  ფორდის ავტომობილებს  აქვთ ინოვაციური დიზაინი - განსხვავებილი ინტერიერი და განსაცვიფრებელი ექსტერიერი.

2007 წლიდან ჯითი მოტორსს ოფიციალურად შემოაქვს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ამერიკული საავტომობილო ბრენდის - Ford- ის პროდუქტები.

ამჟამად, ცენტრში წარმოდგენილია ფორდის მსუბუქი, ქროსოვერი, პიკაკი და კომერციული ტიპის ავტომობილები. მსუბუქი ავტომობილებიდან აღსანიშნავია ფორდ ფოკუსი, ფორდ მონდეო და მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სპორტული ავტომობილი ფორდ მუსტანგი.

სრულიად ახალი ფოკუსი წარმოგვიდგენს დახვეწილ და ეფექტურ ბენზინის და დიზელის ძრავის ვარიანტებს, რომლებიც შექმნილია საწვავის ეკონომიისთვის, განსაკუთრებული წარმადობისა და ნაკლები გამონაბოლქვისთვის. ახალი ფოკუსი აღჭურვილია მოწინავე კლასის ტექნოლოგიების სერიით, რომლებიც აადვილებს მართვას და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. მძღოლისთვის განკუთვნილი თანამედროვე Ford Co-Pilot360 დამხმარე ტექნოლოგიები აღჭურვილია ორი კამერით, სამი რადარით და 12 ულტრაბგერითი სენსორით, რომელთა კომბინაცია აკონტროლებს მანქანის გარშემო არეს და ამოწმებს გზას.

ახალი მონდეო კი უდავოდ ელეგანტური სტილის ნიშანია. მისი დახვეწილი ექსტერიერი კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ფორდ მონდეო შესანიშნავადაა დაპროექტებული, რაც მის მაქსიმალურ ეფექტურობას განაპირობებს. იდეალურად თანდაყოლილი უკანა პანელები ხელს უწყობს ტურბულენტობის შემცირებას და ავტომობილს მდგრადობას მატებს. ჰიბრიდული ელექტრომობილების უახლესი ტექნოლოგიის წყალობით, Mondeo HEV-ში პირველად ისტორიაში გვთავაზობს საწვავის ეკონომიის რევოლუციურ მეთოდს, რომელიც ელექტროძრავსა და ბენზინის ძრავს შორის თანაბარ გადართვას უზრუნველყოფს. მონდეო შესანიშნავად მუშაობს როგორც Ford EcoBlue დიზელის საწვავის ფართო ასორტიმენტის გამოყენებისას, ასევე ეფექტური Ford EcoBoost ბენზინის ძრავით.

რაც შეეხება მსოფლიოში ყველზე გაყიდვად სპორტულ ავტომობილს - ფორდ მუსტანგს, მას სხვა მოდელებისგან გამოარჩევს რეალიზებული, ხმამაღალი, საკულტო ხასიათი. ახალი დიზაინის მიუხედავად, მისი სული ისევ ნამდვილ მუსტანგად რჩება. მკვეთრი გვერდითი ხაზები განიერი გვერდითა ნაწილებით, დახრილი სახურავი მანქანას ძლიერ შესახედაობას ანიჭებს.

ფორდის ქროსოვერებიდან გამორჩეულია ფორდ ეკოსპორტი თავისი პრემიურ ხაზის ინტერიერითა და კომფორტულობის შეგრძნებით. ის შექმნილია ეკონომიისთვისა და სრული კომფორტისთვის. მისი განსხვავებული სპეციფიკაციები, ნებისმიერი ტიპის ადამიანის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ფორდის პიკაპი ფორდ რეინჯერი კი შექმნილია სირთულეებისთვის და მზად არის თავგადასავლებისთვის. ახალი ფორდ რეინჯერი დაიტევს ყველას, რადგან ისეთივე ტევადია, როგორიც ადრე, თუმცა კიდევ უფრო უკეთ აღჭურვილი.

ფორდი ლიდერია კომერციული ტიპის ავტომობილების წარმოებასა და გაყიდვაში მსოფლიოს მასშტაბით. ფორდ ტრანზიტი შექმნილია ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის. მისი განსხვავებული მოდელები შექმნილია თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.

ნიკოლოზ ქოჩიაშვილი

  • n.kochiashvili@gtmotors.ge
  • 544 444 489

"მსუბუქი ავტომობილები" - ბრენდები