IVECO

IVECO ბაზარზე 1975 წელს გამოვიდა,  ხუთი, ინდუსტრიული მანქანების პროექტირებისა და წარმოების 150 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ფირმის, Magirus-Deutz-ის, Fiat-ის, Lancia-ს, Unic-ისა და  and OM-ის კავშირის სახით.

ალიანსების, საერთაშორისო ერთობლივი საწარმოების და სხვადასხვა კომპანიების შეძენის მეშვეობით, IVECO მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბდა საგზაო ტრანსპორტირების სფეროში.ეს კი ნიშნავს იმას რომ IVECO-ს ჯგუფი, თავისი სოლიდური „ნოუ-ჰაუთი“, რომელიც ყველაზე კარგად ჩანს ჯგუფის ტექნოლოგიური სიახლეებში, საერთაშორისო მასშტაბით ადასტურებს მისი წარმოებისა და ბიზნესის აქტიურობას როგორც მნიშვნელოვან ინდუსტრიულ, ისე - ახალ, მზარდ ბაზრებზე. დღეს, IVECO-ს საწარმოები და ქარხნები გააჩნია ევროპაში, ჩინეთში, ბრაზილიასა და აფრიკაში, ხოლო სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-ერთეულები - მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში.

IVECO-მ, უწყვეტი ტექნოლოგიური ინოვაციების მეშვეობით, წლების განმავლობაში მრავალ წინასწარ დასახულ მიზანს მიაღწია. მათ შორის, 2013 წელს, წლის საერთაშორისო სატვირთო მანქანის ჯილდოს, Iveco Stralis-ის მოდელით; ხოლო 2015 წელს, წლის საერთაშორისო ფურგონის (ვენის) ჯილდოს, Iveco Daily-ის მოდელით. წარმატების ორმოცი წელი და კლიენტებთან და დისტრიბუტორებთან მჭიდრო კავშირის ასორმოცდაათწლიანი გამოცდილება, რომელიც ნიშნავს მაღალ ეფექტურობას და ავტომობილებს, რომლებიც მსოფლიო გზების მთავარ გმირებად გადაიქცნენ. დღემდე, ეს მანქანები გვაწდიან ცნობას სანდოობის, ტექნოლოგიური სიახლეებისა და სიცოცხლისუნარიანობის მქონე ტრანსპორტის შესახებ.

Iveco აწარმოებს მსუბუქი, საშუალო და მძიმე ტიპის კომერციულ ავტმობილებს, სატვირთო მანქანებს სამთო-მოპოვების კარიერებისა და სამშენებლო სექტორისათვის, საქალაქო და ქალაქთაშორისი დანიშნულების ავტობუსებს და სპეციალიზირებულ მანქანებს როგორებიცაა სახანძრო, უგზოობის, სამხედრო დანიშნულებისა და სამოქალაქო თავდაცვის ავტომობილები.

მსუბუქი კომერციული მანქანების რიგი შედგება New Daily-სგან, მისი 2.6-6 ტონამდე ტვირთამწეობის ვერსიებით და სრული ამძრაობის (4x4) მოდელით.

საშუალო ტვირთამწეობის ავტომობილების რიგი მოიცავს EuroCargo-ს მოდელს, 6.5-დან 18 ტონამდე ტვირთამწეობის ვერსიებით და 4x2 და 4x4 ამძრაობით.

მძიმე სატვირთო მანქანების რიგი შედგება Stralis-ისა და Trakker-ის მოდელებისგან, რომელთა ტვირთამწეობა 19-დან 72 ტონამდეა, ორ-, სამ- და ოთხხიდიანი ვერსიებით, სრული ამძრაობითა (4 x 4) და ორი წამყვანი თვლით (4 x 2).

„ჯი თი გრუპი“, 2017 წლიდან IVECO-ს ოფიციალური დილერია საქართველოში. IVECO-ზე მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ოფიციალურ ვებ-გვერდს.

გიორგი ვარდიაშვილი

  • g.vardiashvili@gtgroup.ge
  • 579 53 55 11

"მძიმე კომერციული ავტომობილები" - ბრენდები