Land Rover - ბრიტანული საკულტო ბრენდი, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია სრულ ამძრავიანი, მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილების სახით. ლენდ როვერი ერთ-ერთი წამყვანია ძვირადღიებული სპორტული მახასიათებლების მქონე ავტომობილების კლასში.
2008 წლიდან ჯითი მოტორსი არის ლენდ როვერის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ლენდ როვერი წარმოდგენილია სამი განსხვავებული სამოდელო რიგით. ესენია: რენჯ როვერის, დისქავერისა და დეფენდერის სამოდელო რიგი.
რენჯ როვერის სამოდელო რიგის თითოეული ავტომობილი უზრუნველყოფს კომფორტისა და შესაძლებლობის ოპტიმალურ დონეს. თითოეულ მათგანს აქვს პირდაპირი ცოცხალი ისტორია, პირველი მოდელის წარმოებიდან დღემდე. მიუხედავად დროისა და სტილის ცვლილებისა, მათი განსხვავებული და თანდაყოლილი შესაძლებლობები არ შეცვლილა.
დისქავერის სამოდელო რიგის მოდელები, წარმოადგენენ ცხოვრების წესის მრავალფეროვნებას, რომელიც შექმნილია დიზაინისა და ინჟინერიის საუკეთესო ბალანსით.
ლენდ როვერ დეფენდერი წარმოადგენს მკაცრ, გამძლე და მაღალფუნქციური ავტომობილებს. თითოეულ მათგანს აქვს ემოციურად მიმზიდველი დამაჯერებელი ისტორია დიზაინისა და ინჟინერიის მთლიანობის შესახებ.