GT Group-მა კომპანია „უდაბნოს“ Ford trucks-ის 4143 D მოდელის 4 თვითმცლელი და 1 მიქსერი მიაწოდა.
ეს არის პირველი წარმატებული თანამშრომლობა კომპანია „უდაბნოსთან“, რომელიც 2000 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის ბაღებთან ერთად, ფლობს კენკრის პლანტაციებსაც და მცირე ვენახებს. ასევე იგეგმება „ფერმიდან მაგიდაზე“ კონცეფციის სასტუმროსა და რესტორნის გაკეთებაც, სადაც გეგმავს ამ სატვირთო ავტომობილების გამოყენებას.
Ford Trucks-ის სამშენებლო სერია გამოირჩევა სიმძლავრით, გამძლეობითა და მარტივად მანევრირებადობით. Ford Trucks 4143 D -ს აქვს ყველაფერი, რაც მშენებლობაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო. მას შეუძლია გაუმკლავდეს ყველანაირ დატვირთვას და ნებისმიერ სამუშაო ადგილს მოერგოს.