ჯი-თი გრუპი სტაბილურად განაგრძობს წინსვლას და საქმიანობის არეალის გაფართოებას. ბაზარზე არსებული საჭიროებების საპასუხოდ, კომპანიამ პორტფოლიოში კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულება დაიმატა. GT Rental - მძიმე კომერციული, სამშენებლო და სპეციალიზირებული ტექნიკის გაქირავების მოქნილი სერვისი და საოპერაციო ლიზინგი.
შეამცირეთ საოპერაციო ხარჯები და გაზრდეთ პროექტის მომგებიანობა!
რას გთავაზობთ GT Rental?
ბიზნესის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, GT Rental მომხმარებელს ორ ძირითად მიდგომას სთავაზობს. თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი იჯარის პირობებით, რომლის ფარგელბშიც შესაძლებელია ტექნიკის აღება როგორც დღიურ/კვირეულ, ისე თვიურ ან კონკრეტულ პროექტზე მორგებულ ვადებზე.
საოპერაციო ლიზინგის დახმარებით კი თქვენ შეძლებთ გრძელვადიანი იჯარის მოდელის გამოყენებას, თუ გსურთ ტექნიკით სარგებლობა 1-დან 5 წლამდე ვადით. ასე თქვენ გადაიხდით წინასწარ განსაზღვრულ ფიქსირებულ ყოველთვიურ გადასახადს, სანაცვლოდ კი მიიღებთ სრულ საოპერაციო სერვისს, რაც ბიუჯეტირებას მაქსიმალურად პროგნოზირებადს ხდის.
მძიმე ტექნიკის შესყიდვა და შენახვა დიდ ფინანსურ და საოპერაციო რესურსს მოითხოვს. ჩვენი სერვისი კი ბიზნესს რეალურ პრაქტიკულ უპირატესობას სთავაზობს:
GT Rental -ის ავტოპარკი მოიცავს სხვადასხვა ტიპის, უმაღლესი ხარისხის ტექნიკას ნებისმიერი სირთულის ინდუსტრიული თუ ინფრასტრუქტურული პროექტისათვის:
სამშენებლო და საგზაო ტექნიკა - მუხლუხა და თვლიანი ექსკავატორები, ექსკავატორ-დამტვირთველები (Backhoe Loaders), მინი დამტვირთველები.
მძიმე კომერციული ტექნიკა / მანქანები - სხვადასხვა სპეციფიკაციისა და გამავლობის თვითმცლელები.
GT Rental-ის მიზანია უზრუნველყოს თქვენი პროექტების უწყვეტი, უსაფრთხო და ეფექტური მიმდინარეობა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი ტექნიკით, გრძელვადიანი კაპიტალური ინვესტიციებისა და ტექნიკური მომსახურების დამატებითი ხარჯების გარეშე.
დეტალური ინფორმაციისთვის, ფასებისა და ავტოპარკის სრული კატალოგის სანახავად ეწვიეთ ჩვენს ვებ-საიტი: gtrental.ge