ჯი-თი გრუპი მუდმივად უსმენს მომხმარებლების საჭიროებებს და ახალი სეგმენტების ათვისებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომპანიის პორტფელს კიდევ ერთი, მსუბუქი ავტომობილების მიმართულება დაემატა. ამ ეტაპზე, ახალი მიმართულების ფარგლებში, პორტფელი სამ მოწინავე ბრენდს აერთიანებს: BYD Cars წარმოადგენს ინოვაციურ სამგზავრო ელექტროავტომობილებსა და ჰიბრიდებს, რომლებიც დაფუძნებულია უსაფრთხო Blade ბატარეასა და მოწინავე e-Platform 3.0 არქიტექტურაზე. BYD Commercial ორიენტირებულია კომერციული, მუნიციპალური და ინდუსტრიული ტრანსპორტის სრულ ელექტრიფიკაციაზე (ელექტროავტობუსები და სატვირთოები), რაც მკვეთრად ამცირებს ბიზნესის საოპერაციო ხარჯებს. მესამე ბრენდი კი არის Isuzu-ს პიკაპების ხაზი (Isuzu D-Max), რომელიც ტრადიციული ანალოგებისგან განსხვავებით, უშუალოდ მძიმე კომერციული ტექნიკის მყარ შასზე და დიზელის ძრავებზეა აგებული, რაც მას მაღალ ინდუსტრიულ გამძლეობასა და ფუნქციურ უნივერსალურობას ანიჭებს.
მსუბუქი და კომერციული ავტომობილების მიმართულების დამატება „ჯი-თი გრუპისთვის“ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა კომპანია მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. ჰოლდინგი აქტიურად მუშაობს ამ სეგმენტის შემდგომ განვითარებასა და საქმიანობის გაფართოვებაზე. სამომავლოდ, აღნიშნულ პორტფელს კიდევ მრავალი წამყვანი საერთაშორისო ბრენდი, სხვადასხვა კლასის ავტომობილი და სპეციალიზებული ტექნიკის ახალი ტიპები დაემატება, რაც ქართველ მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს.