"ჯი-თი მოტორსი" გახდა იაგუარ ლენდ როვერის 2020-2021 წლის Service Excellence პროგრამის გამარჯვებული რეგიონში.
მოცემული პროგრამა გულისხმობს მომხმარებლებისთვის საუკეთესო სერვისის მიმწოდებლის გამოვლენას რეგიონის ფარგლებში და მთელი წლის განმავლობაში ხდება მონაცემების შეგროვება.
აღსანიშნავია, რომ "ჯი-თი მოტორსი" უკვე ზედიზედ მეორე წელია იმარჯვებს მოცემულ პროგრამაში და ყოველ წელს აუმჯობესებს თავის შედეგს.