Ford Trucks წარმოგიდგენთ 100%-ით ელექტრო სატვირთო ავტომობილს და კომპანიის ამბიციურ მიზანს რომ 2030 წლისათვის ევროპის გაყიდვების 50% ნულოვანი ემისიის იქნება

  • Ford Trucks-მა 2022 წლის IAA Transportation-ის გამოფენაზე (სავტომობილების საერთაშორისო გამოფენა, IAA), ქ. ჰანოვერში, წარმოადგინა 100%-ით ელექტრო სატვირთო ავტომობილი და გადადგა გიგანტური ნაბიჯი მომავლის მძიმე კომერციული ტრანსპორტის მდგრადი განვითარების მიმართულებით.
  • 2030 წლისათვის, Ford Trucks-ის მიზანია ევროპის ბაზარზე გაყიდული ავტომობილების 50%, ნულოვანი ემისიის იყოს.
  • Ford Trucks-ის Generation F - მოძრაობა გვთავაზობს  ტექნოლოგიებს, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებებისთვის არიან გამიზნულნი და მოიცავენ ყველაფერს, დაწყებული ნულოვანი ემისიიდან დამთავრებული ავტონომიურ ავტომობილებამდე.
  • Ford Trucks-ის მიერ შექმნილი ახალი ინოვაციური მიგნებები და მომავალი თაობის ტექნოლოგიები, უზრუნველყოფენ კომპანიის პოზიციის შენარჩუნებას პროდუქციის წარმოებაში, დიზაინში, პროდუქტების განვითარებისა და დაკავშირებადობის ახლებურ ტექნოლოგიებში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს Ford-ის ბიზნესის წინსვლას.

კორპორაცია Ford-ის მძიმე კომერციული ავტომობილების ერთადერთმა გლობალურმა ბრენდმა Ford Trucks-მა, ავტომობილების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის  წამყვან მსოფლიო სავაჭრო გამოფენაზე,  IAA Transportation-ზე, ქ. ჰანოვერში (გერმანია), 20-25 სექტემბერს, წარმოადგინა სრულად (100%-იანი) ელექტრო სატვირთო ავტომობილი.

მძიმე ავტომობილების წარმოების ნახევარსაუკუნეზე მეტი ხნის გამოცდილებასა და პროდუქტების დინამიკურ განვითარებაზე დაყრდნობით, Ford Trucks-მა წარმოადგინა თავისი „F თაობის“ (Generation F)-ის ტრანსფორმაცია  IAA Transportation 2022-ის გამოფენაზე. ეს მოიცავს ე.წ. „საგზაო რუკას“ ნულოვანი ემისიის მქონე სატრანსპორტო გადაწყვეტებით და ახალ ტექნიკურ სპეფიციკაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპანიის მოწინავე ადგილს წარმოებაში, დიზაინსა და ახალი პროდუქტების განვითარებაში.

როგორც 2018 წლის პრესტიჟული „წლის საერთაშორისო სატვირთო ავტომობილის“ ჯილდოს (ItoY Award) მფლობელი, მისი F-MAX მოდელით, Ford Trucks-ი დაბრუნდა IAA Transportation-ის გამოფენაზე იმ ტექნოლოგიური გარღვევის წარმოსადგენად, რაც ნულოვანი ემისიის მქონე ტრანსპორტის წარმოების მიზნის მიღწევაში დაეხმარება. კომპანიამ, რომელსაც ხელმოწერილი აქვს ACEA-ს დეკლარაციაზე, ნულოვანი ემისიის გადამზიდავ ტრანსპორტზე გადასვლაზე  (Declaration of Transition to Zero Emission Freight Transportation), ციტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი მიზანია, 2040 წლისათვის აწარმოოს მხოლოდ ნულოვანი ემისიის მძიმე კომერციული სატვირთო ავტომობილები.

Ford Trucks-ის ვიცე-პრეზიდენტი, სერჰან ტურფანი აცხადებს რომ Generation F-ის თანახმად, ევროპაში გაყიდვების 50%-იან წილს 2030 წლისათვის ნულოვანი ემისიის ავტომობილები დაიკავებენ.

Ford Trucks-ის შემდეგი თაობა, პირველი 100%-ით ელექტრო სატვირთო ავტომობილი შეიქმნა იმ მიზნით, რომ „იყოს გზამკვლევი, რომელიც ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და ხელს უწყობს მათი ბიზნესის წინსვლას“, გამოირჩევა მოწინავე მახასიათებლებითა და გვპირდება, რომ იქნება მაღალ კონკურენტუნარიანი ევროპულ ბაზარზე ავტომობილის ექპლუატაციისა და შენახვის ხარჯების გათვალისწინებით.

„როგორც ინოვაციური ბრენდი, რომელიც ყურადღებით უსმენს მომხმარებლების საჭიროებებს, ჩვენს კვლევითი საქმიანობაში აქცენტი გავაკეთეთ  ბაზრისთვის უახლესი, მომავალი თაობის ტექნოლოგიების შეთავაზებაზე. ამიტომაც, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მომხმარებელს საოპერაციო ხარჯების და ნახშირბადის ემისიების შემცირებაში და ამასთან ერთად, გავზარდოთ ავტოპარკის პროდუქტიულობა“, ამბობს ბ-ნი სერჰან ტურფანი- „ჩვენი მდგომარეობის გამყარება ევროპაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. არსებულ ბაზრებზე ჩვენი წარმატების შენების პროცესში, ვგეგმავთ 2024 წლისათვის  ევროპის 50 ქვეყანაში გავაფართოოთ გაყიდვები. მოკლევადიანი პერსპექტივით, ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ნულოვანი ემისიის მქონე ავტომობილების 50%-იან გაყიდვებს ევროპაში, 2030 წლისათვის“.

მომავალი თაობის 100%-ით ელექტრო სატვირთო ავტომობილი მომხმარებელს ბევრ სიკეთეს თავაზობს ენერგიის, მოვლა-პატრონობის და ფლობის მთლიანი ხარჯების მხრივ.

Ford Trucks-ის სრულად ელექტრო სატვირთო ავტომობილის ტვირთამწეობა იქნება 18-26 ტ-მდე და მას ექნება შესანიშნავი მანევრულობა და სხვადასხვა უპირატესობები, რომელიც ასევე გულისხმობს ყოველთვიური ენერგიის მოხმარების გაუმჯობესებულ მაჩვენებელს შიდაწვის ძრავებთან შედარებით. Ford Trucks-ი მომხმარებელს შესთავაზებს 4 წლის განმავლობაში ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებულ შემცირებულ ხარჯებს დიზელის ძრავთან შედარებით.

გამოფენაზე Ford Trucks-ის გუნდი გეგმავს წარმოადგინოს ავტონომიური მართვისთვის (autonomous driving) შემუშავებული ტექნოლოგიები. მნახველებს შეეძლებათ გამოსცადონ უკანტოქტო (დისტანციური) მართვის ტექნოლოგია და გაატარონ Ford Trucks-ის F-Max მოდელი გამოსაცდელ ტრასაზე ქ. ესკიშეჰირში (თურქეთი), 2,000 კმ-ის მანძილიდან.

ConnecTruck-ი გთავაზობთ ახალ მახასიათებლებს, რაც გააადვილებენ მძღოლისა და ავტოპარკის მენეჯერების ცხოვრებას

Ford Trucks-ი გარდაქმნის თავის ავტომობილებს ახალ, მონაცემებით მართულ, დაკავშირებული მობილობის პროდუქტად, რომელიც აღჭურვილია მომავალი თაობის ტექნოლოგიებით და ამასთანავე მომხმარებელს უამრავ სიკეთეს სთავაზობს. ახალი ტექნოლოგიები მოიცავს ისეთ სერვისებს,როგორებიცაა GPS-კრუიზი და მულტიმედია სისტემა, რაც აადვილებს მძღოლისა და ავტოპარკის მენეჯერის ცხოვრებას.

Ford Trucks-ი გთავაზობთ უსაფრთხო, სწრაფ და ბევრად უფრო ეფექტურ სატრანსპორტო გადაწყვეტებს მისი „ავტონომიური ტექნოლოგიებით“.

Ford Trucks-ის ინჟინრების მიერ შექმნილი თვით-მართვის ტექნოლოგია, „Level 4 Highway Pilot”, მძღოლს საშუალებას აძლევს მართოს მისი ავტომობილი ავტონომიურად, H2H-ის (hub-to-hub: „ჰაბიდან-ჰაბამდე“) ლოჯისტიკურ ცენტრებს შორის. Ford Trucks-ს, როგორც საავტომობილო ინდუსტრიის მამოძრავებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს, ახლა უკვე შეუძლია შემოგთავაზოთ ბევრად უფრო უსაფრთხო, სწრაფი, გარემოსადმი კეთილგანწყობილი და რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვნად უფრო სანდო სატრანსპორტო საშუალება.