GT Group-მა „თბილსერვის ჯგუფს“ 47 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების ახალი სპეცტექნიკა მიაწოდა, რომელიც მოიცავს Iveco-ს ნაგავმზიდებსა და DULEVO-ს ქუჩის დამგველ მანქანებს.
აღნიშნული შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, ტენდერის საფუძველზე განხორციელდა, სადაც „ჯი-თი გრუპმა“ საუკეთესო წინადადებით გაიმარჯვა.
„ჯი-თი გრუპის“ მიერ მიწოდებული სხვადასხვა დანიშნულების სპეცტექნიკა ევროპული ბრენდების ახალი, თანამედროვე და მაღალი ხარისხის ავტომობილებია, რომელიც ურბანული დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფლებს.