გაცნობებთ, რომ “ჯი-თი გრუპმა” შვილობილი კომპანიის, „ჯი-თი ენელოჯიკას“ 51%-იანი წილი გაყიდა. 97%-იანი წილის მფლობელი იტალიური კომპანია „Consulente Enologica” გახდა, რომელიც აქამდე „ჯი-თი ენოლოჯიკას“ თანადამფუძნებელი და 46%-იანი წილის მფლობელი იყო. საკუთარი წილი (3%) შეინარჩუნა ფიზიკური პირმა, კონსტანტინო მესხმა, რომელიც ამავდროულად გახდა კომპანიიის დირექტორი.
GT Group-მა კომპანია “ჯი-თი ენელოჯიკა” 2014 წელს „Consulente Enologica”-სა და კონსტანტინო მესხთან ერთად დააფუძნა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების წარმოებისათვის საჭირო დანადგარებისა და დამხმარე მასალების იმპორტი.
„Consulente Enologica“ გეგმავს კომპანიის განვითარება იგივე მიმართულებით წაიყვანოს რასაც წლებია უკვე GT Group-თან თანამშრომლობით ახორციელებდა. კომპანია ოპერირებას ახალი სახელით, „ჩი-ე ენოლოჯიკა“, გააგრძელებს.
„ჯი-თი ჯგუფი” წარმატებას უსურვებს „ჩი-ე ენოლოჯიკას“ მომავალ პროექტებში.