დღეს, Rostselmash-ი წარმოადგენს კომპანიათა ჯგუფს, რომელიც აერთიანებს ცამეტ საწარმოს, განლაგებულს თერთმეტ საწარმოო მოედანზე, მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. Rostselmash-ი აწარმოებს მანქანა-მოწყობილობებს ROSTSELMASHის და VERSATILE-ის ბრენდების სახელით.
კომპანიის საპროდუქტო ხაზი მოიცავს მანქანა-დანადგარების ოცდაოთხი სახეობის, ასორმოცდაათზე მეტ მოდელსა და მოდიფიკაციას, რომლებშიც შედიან მარცვეულისა და ფურაჟის ამღები კომბაინები, ტრაქტორები, შემასხურებლები, საკვები მასის და მარცვეულის გადამამუშავებელი დანადგარები და სხვა.
მიუხედავად 1990-იანი წლების გამოწვევებისა, „როსტსელმაში“ აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე საწარმოთანგანი, რომლებმაც შეძლეს შეენარჩუნებინათ წარმოება, სამუშაო გუნდი და საპროექტო იდეების უწყვეტობა. 200-იანი წლები „როსტსელმაშისთვის“ ხელმეორე სტარტის და საწარმოს განვითარების ახალი პერიოდი გახდა. ამ დროს, კომპანიაში განხორციელდა პროდუქციის დივერსიფიკაცია და წარმოების მოდერნიზაცია. საკონვეირო ხაზიდან ამ დროს გამოვიდა ახალი მოდელის მოსავლის ასაღები კომბაინები. კომპანია ასევე მოიცავს გარე საწარმოო აქტივებს, ახალი ტიპის სასოფლო-სამეურნეო დანადაგრების წარმოებისათვის. „როსტსელმაში“ უკვე გადაიქცა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთ მსხვილ და ძირითად მოთამაშედ.
დღეს, კომპანის გააჩნია მაღალი ხარისხის ყველა აუცილებელი ტექნოლოგია, სრული საწარმოო ციკლისათვის, საინჟინრო განვითარების ჩათვლით. „როსტსელმაში“ ფლობს საკუთარ ლითონის სასხმელ, ლითონის ჭრის, მექანიკური დამუშავების, შემდუღებელ და დამფარავ და ამწყობ საამქროებს. სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების წარმოებისა და გამოშვების ყველა ეტაპზე, საინჟინრო პროექტირებიდან სასერვისო მომსახირებამდე, წამყვანი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევიან სწრაფად ისწავლო და წარმოებაში გაუშვა ახალი მოდელები და მაოხდინო მათი ადაპტირება. დღეს, „როსტსელმაშის“ სასოფლო-სამეურნეო დანადგარებზე მაღალი მოთხოვნაა მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში.