დაახლოებით ორმოცი წლის წინა, კომპანია BAUER-მა, კოჭა-ბობინების სისტემის დანერგვით, რევოლუცია მოახდინა ირიგაციის სამყაროში.
მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. ინოვაციების მეშვეობით, როგორებიც იყვნენ ტურბინული ტექნოლოგიების და საკუთარი წარმოების სიჩქარეთა კოლოფებისა და ტურბინების წარმოების დაწყება, BAUER-მა შეძლო გაემყარებინა და გაეფართოებინა ლიდერის პოზიცია მსოფლიო ბაზარზე.
გამოცდილების ათწლეულებმა ირიგაციის ტექნოლოგიების სფეროში, დასაბამი მისცეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და BAUER Rainstar-ის ოჯახის ჩამოყალიბებას. Rainstar-ი გამოირჩევა მისი მყარი კონსტრუქციული ჩარჩოთი და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდით ყველაზე რთულ სამუშაო პირობებში. იმ სამოცდაათი მოდელიდან, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, თითოეულ კლიენტს შეუძლია აარჩიოს მისთვის საჭირო, სწორი ტექნოლოგიური გადაწყვეტა.
სოფლის მეურნეობის დაბადების დღიდან, ადამიანებს კარგად ესმოდათ ბილოგიური წარმოშობის სასუქი მასალების მნიშვნელობა და თხევადი ნაკელი ყოველთვის წარმოადგენდა ყველაზე ღირებულ სასუქს, ბუნებრივ სასუქებს შორის.
სწორედ ეს კომპონენტი უკავშირდება BAUER Group-ის დაარსებას. რუდოლფ ბაუერმა, 1930 წელს, ოირველმა შექმნა დიდ ფართობებზე ნიადაგის განაყოფიერებისათვის საჭირო, მაღალი წნევის ნაკელის ტუმბო.
სწორედ ამ მოვლენამ წარმოშვა თხევადი ნაკელის მართვის ოთხმოცწლიანი გამოცდილება. თხევადი სასუქის სწორი მართვა, მომზადება, ოპერირება და განაწილება, BAUER-ის მთავარ კომპეტენციად ჩამოყალიბდა.
ამ წამოწყებამ შედეგად მოგვცა განვითარების ის ზღვარი, რომელსაც BAUER-ი დღესაც ინარჩუნებს. დღეს კომაპნია წარმოადგენს გლობალური მასშტაბის ექსპერტ-მწარმოებელს თხევადი სასუქების მართვასა და პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მესაქონლეობის, მეღორეობისა და ქათმის ნაკელის წარმოების სექტორებში და ზოგადად, გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო წყლების მენეჯმენტში.
დაახლოებით ოთხმოცი წლის წინ, კვლავ რუდოლფ ბაუერი გახლდათ ის ადამიანი, რომელმაც დაადგინა ახალი სტანდარტები მობილური მილების და მისი მსოფლიოში პატენტირებული, BAUER-HK ჩქარი შეერთების მექანიზმისათვის.
შემდგომი ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, BAUER-მა დაიწყო განსაკუთრებით მსუბუქი, მაღალი გამძლეობის, ცხელი მოთუთიების ფოლადის მილების წარმოება.
უნივერსალური ტიპის, კომპანიაში შექმნილი თავაკების (ე.წ. „ფიტინგები“) მრავალფეროვან რიგთან ერთად, BAUER-ი მოხმარებელს სთავაზობს მილების სრულ სისტემას თვით ყველაზე ძნელი და განსაკუთრებული საჭიროებების სამუშაოებისათვის.