Aral

Aral-ი საავტომობილო საწვავის, ძრავის ზეთებისა და ბენზინგასამართი სადგურების ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია გერმანიასა და ლუქსემბურგში. გერმანიის მოსახლეობის 90%-ზე მეტი „არალის“ ბენზინგასამართი სადგურიდან 20 წთ-ზე ნაკლებ მანძილზე ცხოვრობს!

დღეს, Aral AG -ის ბრენდით ცნობილ კომპანიას, კორპორაცია BP ფლობს, თუმცა იგი 1898 წელს იქნა დაარსებული, Westdeutsche Benzol-Verkaufs-Vereinigung GmbH-ის სახელით (ქართ. ბენზოლის მარკეტინგის დასავლეთ გერმანული კორპორაცია). ბრენდი Aral-ი, პირველად 1924 წელს გაჩნდა და იგი წარმოადგენს გერმანული სიტყვების, „Aromaten“ (არომატების) და  „Aliphaten“ (ალიფატების) ნაერთს, რომელიც ბენზინში არსებული არომატული და ალიფატური (ორგანული) კომპონეტების არსებობას უსვამს ხაზს.

Aral-ი მე-19 საუკუნიდან მუშაობს ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც საუკეთესოდ დაიცავენ თქვენს მანქანებსა და მათ შემადგენელ ნაწილებს. Aral-ი ბაზარს აწვდის სხვადასხვა სახის პროდუქციას, რომელიც მოიცავს ნებისმიერი სახის ავტომობილის -  მსუბუქი ავტომობილებიდან, სატვირთო თუ სპეციალური გამოყენების მანქანებამდე - საცხებ და საპოხ მასალებს. კომპანიის საპროექტო ხაზი უზრუნველყოფს ნებისმიერი სახის, თქვენს ძრავსა თუ ტრანსმისიაზე ზუსტად მორგებულ ზეთებს. დამატებით, Aral-ის საპოხი და სპეციალური დანიშნულების მასალები, სრულად შეესაბამება სხვადასხვა, მათ შორის წარმოებისთვის საჭირო მასალების მოთხოვნებსაც.

ნათია ლომსიანიძე

  • n.lomsianidze@gtgroup.ge
  • 551 078 427

"ძრავის ზეთები და საპოხი მასალები" - ბრენდები