Antonio Carraro

 ანტონიო კარარო“ (Antonio Carraro) წარმოადგენს იტალიურ კორპორაციას, რომელიც მდებარეობს კამპოდარსეგოში, პადუას მახლობლად, ვენეტოს რეგიონში. კომპანია, რომელიც 1910 წელს, ჯოვანი კარარომ დააარსა, დღეს, სასოფლო-სამეურნეო და საქალაქო სპეციალიზირებული სამუშაოებისთვის განკუთვნილი კომპაქტური ტრაქტორების  ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანიაში, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანას აწვდის თავის პროდუქციას, დღეს დასაქმებულია 450-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც იტალიური სათავო ოფისი გარდა, მუშაობენ „ანტონიო კარაროს“ ავსტრალიურ, ესპანურ და თურქულ კომერციულ ფილიალებში. კომპანიის გაყიდვების ქსელი კი მოიცავს 600-მდე უცხოელ იმპორტიორს, დილერსა და გამყიდველს, მთელს მსოფლიოში. 

კომპანიის მისია არის შესთავაზოს ყველა ოპერატორს, რომელნიც მუშაობენ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზირებულ, ნიადაგის მოვლისა და საგზაო მშენებლობის სექტორებში, საუკეთესო ტექნოლოგიური გადაწყვეტები, ექსტრემალური სამუშაო პირობებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების ჩათვლით.

მიხეილ კობაიძე

  • m.kobaidze@gtgroup.ge
  • 558 35 43 12

"სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა" - ბრენდები