Carraro

Carraro ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც შეუძლია აწარმოოს უმცირესი ზომის ამძრავი მოწყობილობები, სიჩქარეების კოლოფებიცა და სრული კომპლექტაციის ტრაქტორებიც. Carraro-ს წარმოება მოიცავს სატრანსმისიო სისტემებს და უგზოობისთვის განკუთვნილ მანქანებს და თანამშრომლობს სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო მანქანა-მოწყობილობების ძირითად მწარმოებლებთან.

დღეს, Carraro-ს მთავარი ძალისხმევა მიმართულია მავნე ემისისების შემცირებასა და დანადგარების ეფექტურობის მაქსიმიზაციაზე როგორც მიწათმოქმედების ისე სავენახე და საბოსტნე სამუშაობისთვის განკუთვნილი მანქანებისათვის.

ყოველი მოძრაობის მთავარი ელემენტი სიზუსტეა. უკვე ოცდაათ წელზე მეტია, Carraro სიჩქარეების კოლოფებისა და ამძრავი მექანიზმების წამყვანი მწარმოებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სამშენებლო სატვირთო მანქანების, სასაწყობო სამუშაოებისა და მსუბუქი ავტომობილებისათვის. Carraro ასევე ამზადებს მექანიკურ კომპონენტებს ქარის ელექტროგენერაციის, სამრეწველო და სარკინიგზო დანიშნულების მექანიზმებისათვის.

Carraro-ს მიერ დაპროექტებული და წარმოებული სატრანსმისიო სისტემები განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო მოწყობილობებისთვის და მოიცავს მათ მექანიკურ, ჰიდრავლიკურ და ელექტრულ კომპონენტებს და ემსახურება ავტომობილებისა და სხვა მანქანების ეფექტურობის ოპტიმიზაციას.

Carraro-ს დიდი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო სექტორში თითქმის ერთ საუკუნეს შეადგენს. ქ. როვიგოში განლაქებული ქარხანა Carraro Group-ის სიამაყეს წარმოადგენს და იქ იწარმოება სპეციალიზირებული დანიშნულების 56-110 ცხენის ძალის მქონე ტრაქტორები. აქვე, Carraro-ს საამწყობო კონვეიერიდან, ყოველდღე გამოდის მსოფლიოს მთავარი სასოფლო-სამეურნეო ბრენდების, John Deere-ის, Massey Ferguson-ის, Claas-ის და Valtra-ს ტრაქტორები. დამატებით, ამავე ქარხანაში იწარმოება Carraro-ს ისტორიული ბრენდის  ტრაქტორები, სახელგანთქმული თავისი სამცხენიანი სავაჭრო ნიშნით.

ეს სპეციალური დანიშნულების ტრაქტორები, თავიანთი კომპაქტური დიზაინით და სხვადასხვა სისქის ღერძებითა და მეტად ან ნაკლებად დადაბლებული კაბინებით (და ხუფებით), სრულად აკმაყოფილებენ რიგთაშორისი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მრავალ ტიპს.

 

მიხეილ კობაიძე

  • m.kobaidze@gtgroup.ge
  • 558 35 43 12

"სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა" - ბრენდები