„Agromaster“-ი, 67 ქვეყანაში მომუშავე, 47,000-ზე მეტი დანადგარით, თავდაჯერებულად და შეუპოვრად მიდის წარმოების გლობალური მასშტაბებისკენ.
1962 წლიდან, „Agromaster“-ი, მისი კორპორატიული გამოცდილებითა და მესამე თაობის მენეჯმენტით, გულდასმით მუშაობს სასოფლო-სამეურნეო მანქანების წარმოების სფეროში და ყურადღებით მიჰყვება მსოფლიოს ტენდენციებს და თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს დღევანდელობისა და ხვალინდელი დღის შეფასებას.
„Agromaster“-ის მისია შემდეგში მდგომარეობს: ოპტიმალური ფასისა და ხარისხის თანაფარდობის შენარჩუნება ყოველთვის და მსოფლიოს ფერემრებისათვის სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტების შეთავაზება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ყველა ეტაპზე: კულტივაციიდან, თესვიდან და მცენარეთა დაცვიდან, მოსავლის აღებამდე. კომპანიას ფართო საპროდუქტო პორტფელი აქვს, რომელიც მოიცავს 150-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარს, კულტივაციის, სასუქების შეტანის, მცენარეების დაცვისა და მოსავლის აღებისათვის.
დღეს, „Agromaster“-ი, თავისი 85-წლიანი გამოცდილებისა და დღევანდელი სამყაროს განვითარების განსაკუთრებული ტემპების სინქრონიზაციით, ჩამოყალიბდა მის ყველაზე მთავარ მისიაზე - იყოს მომხმარებლისთვის სამუშაოსთვის აუცილებელი ტექნიკური გადაწყვეტების პარტნიორი და არა მხოლოდ ტექნიკის უბრალო მიმწოდებელი.