BYD (Build Your Dreams) არ არის უბრალოდ ავტომწარმოებელი – ის არის მაღალი ტექნოლოგიების გლობალური წინამძღოლი, რომელიც ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს. დაარსების დღიდან, კომპანიამ მიზნად დაისახა შეექმნა სუფთა, ეკოლოგიურად უსაფრთხო ეკოსისტემა, რაც დღეს რეალობად იქცა. ბატარეების წარმოების უნიკალური გამოცდილებით დაწყებული, ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერობით დასრულებული, BYD მუდმივად ამსხვრევს სტერეოტიპებს და გვთავაზობს მომავლის ტექნოლოგიებს დღეს.
ბრენდის მთავარი ძალა მის ვერტიკალურ ინტეგრაციაშია – BYD თავად აწარმოებს ელექტრომობილების ყველა ძირითად კომპონენტს, მათ შორის მიკროჩიპებს, ელექტროძრავებსა და უნიკალურ ელემენტებს. ეს უზრუნველყოფს ხარისხის უმაღლეს კონტროლსა და საიმედოობას, რამაც BYD მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და გავლენიან ბრენდად აქცია.
BYD BUS – რევოლუცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში BYD BUS არის მიმართულება, რომელმაც მთლიანად შეცვალა წარმოდგენა ურბანულ ტრანსპორტსა და მობილობაზე. ბრენდი იყო პირველი მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ 2010 წელს წარმოადგინა 100%-ით ელექტრონული საქალაქო ავტობუსი. დღეს BYD-ის ელექტროავტობუსები წარმატებით ოპერირებენ მსოფლიოს უდიდეს მეგაპოლისებში – ლონდონისა და ლოს-ანჯელესით დაწყებული, ევროპისა და აზიის წამყვან ქალაქებით დასრულებული. ბრენდი უარს ამბობს კომპრომისებზე და ქმნის ტრანსპორტს, სადაც ნულოვანი ემისია იდეალურად ერწყმის უმაღლეს კომფორტსა და ეკონომიურ სარგებელს.
რით გამოირჩევა BYD BUS?
ლეგენდარული Blade Battery ტექნოლოგია: BYD-ის ავტობუსების გული საკუთარი წარმოების რევოლუციური ბატარეაა. ის გამოირჩევა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით (არ აალდება დაზიანების შემთხვევაშიც კი), ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლითა და ენერგიის მაღალი სიმკვრივით, რაც იძლევა შორ მანძილზე გადაადგილების საშუალებას ერთი დამუხტვით.
ინტეგრირებული ელექტრონული ხიდი: ტრადიციული ძრავებისა და გადაცემათა კოლოფის ნაცვლად, BYD იყენებს ორმაგ ელექტროძრავს უშუალოდ თვლების ღერძში. ეს სისტემა მნიშვნელოვნად ზოგავს სივრცეს სალონში, ამცირებს ავტობუსის წონას და ზრდის ენერგოეფექტურობას.
ჭკვიანი თერმორეგულაცია: ბატარეის თერმული მართვის მოწინავე სისტემა უზრუნველყოფს ავტობუსის სტაბილურ მუშაობას როგორც ყინვაში, ისე ძლიერ სიცხეში, რაც ახანგრძლივებს ელემენტის სიცოცხლისუნარიანობას.
80,000-ზე მეტი რეალურად გაყიდული და ხაზზე გაშვებული ელექტროავტობუსი, ბრენდს ამ სფეროში ყველაზე გამოცდილ პარტნიორად აქცევს. BYD BUS არ არის უბრალოდ ეკოლოგიური ტრანსპორტი – ეს არის მაღალტექნოლოგიური და ეკონომიურად გამართლებული არჩევანი თანამედროვე ურბანული მობილობისთვის.
a.zekalashvili@gtgroup.ge
595 911 673