GT Rental

ჯი-თი გრუპი გთავაზობთ ახალ, მოქნილ და ეკონომიკურად გამართლებულ - მძიმე კომერციული, სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის გაქირავების სერვისსა და საოპერაციო ლიზინგს. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ თქვენი პროექტების უწყვეტი და ეფექტური მიმდინარეობა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი ტექნიკით, გრძელვადიანი კაპიტალური ინვესტიციებისა და ტექნიკური მომსახურების დამატებითი ხარჯების გარეშე.

საიჯარო ტექნიკის კატეგორიები

ჩვენი ავტოპარკი მოიცავს უმაღლესი სტანდარტის მქონე ტექნიკას ნებისმიერი სირთულის ინდუსტრიული თუ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის:

1. სამშენებლო და საგზაო ტექნიკა

ნებისმიერი მასშტაბის მიწის სამუშაოებისა და მშენებლობისთვის. ხელმისაწვდომია:

  • ექსკავატორები

  • ექსკავატორ-დამტვირთველები (Backhoe Loaders)

  • მინი დამტვირთველები

ჩვენი პარტნიორი ბრენდები: CASE Construction, Sumitomo და სხვა მსოფლიო ლიდერები.

2. მძიმე კომერციული ტექნიკა / მანქანები

ინდუსტრიულ ობიექტებზე ტვირთების უსაფრთხო და ეფექტური ტრანსპორტირებისთვის. ასევე გამოიყენება სამთო, სამშენებლო სამუშაოებში, საწვავმზიდებად და სხვა მრავალი მიმართულებით.

  • სხვადასხვა სპეციფიკაციის თვითმცლელები

ჩვენი პარტნიორი ბრენდები: FORD TRUCKS, SHACMAN, ISUZU, IVECO და ა.შ.

  • 100%-ით გამართული და უსაფრთხო: ავტოპარკში არსებული თითოეული ერთეული გადის გეგმიურ ტექნიკურ შემოწმებას ჩვენს ავტორიზებულ სერვისცენტრში. თქვენ იღებთ მუშაობისთვის სრულად გამართულ ტექნიკას.

  • მოქნილი საიჯარო პირობები: ჩვენ გთავაზობთ როგორც მოკლევადიან (დღიურ/კვირეულ), ისე გრძელვადიან (თვიურ ან პროექტზე მორგებულ) იჯარას, თქვენი ბიუჯეტისა და გრაფიკის გათვალისწინებით.

საოპერაციო ლიზინგი

საოპერაციო ლიზინგი არის გრძელვადიანი იჯარა კომპანიებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ მინიმუმ 1 წლიდან მაქსიმუმ 5 წლის ვადით იქირაონ ტენქიკა. თქვენ იხდით წინასწარ შეთანხმებულ ფიქსირებულ გადასახადს, სანაცვლოდ კი ჯი-თი გრუპისგან სარგებლობთ საოპერაციო ლიზინგის სრული სერვისით.

გსურთ ტექნიკის დაჯავშნა ან პირობების დაზუსტება? დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: gtrental.ge

ირაკლი გამსახურდია

  • i.gamsakhurdia@gtgroup.ge
  • 598 28 88 26

"ტექნიკის გაქირავება - GT Rental" - ბრენდები