GT Vinea

ჯი-თი ვინეას გუნდი ღვინის მოყვარულებისგან შედგება. კომპანიის დაარსებაც ღვინის ინდუსტრიისადმი დიდ გულშემატკივრობას უკავშირდება; დაკვირვების შედეგად გამოლინდა, რომ ქართველ მეღვინეებს სჭირდებათ არა მხოლოდ ხარისხიანი ტექნიკის მიმწოდებელი, არამედ სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელიც შესაბამისი სერვისებითაც უზრუნველყოფს. 

 

სწორედ ამიტომ, ჯი-თი ვინეამ ევროპის ქვეყნებიდან მევენახეობა-მეღვინეობისთვის საჭირო ტექნიკისა და დამხმარე საშუალებების იმპორტი დაიწყო. პარალელურად, საკუთარ მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს, რათა გამარტივდეს მათი ყოველდღიური საქმიანობა და ასევე, გაუმჯობესდეს ხარისხი. მეღვინეებს აუცილებლად მოუტანს წარმატებას ჯი-თი ვინეა, რადგან მისი მთავარი ძლიერი მხარეები და ღირებულებებია:

  • სიღრმისეული ცოდნა: გუნდს აქვს საქართველოში საჭირო ღვინის ტექნიკისა და დამხმარე საშუალებების შემოტანის ექსპერტული ცოდნა და წლების გამოცდილება.
  • ინოვაცია: უწყვეტი განვითარების ერთადერთი გზა ინოვაციების დანერგვაა. ჯი-თი ვინეა ეხმარება პარტნიორებს, გაიმარტივონ ყოველდღიური საქმიანობა და გააუმჯობესონ ხარისხი ინოვაციური ტექნოლოგიებისა, თუ მიდგომების გამოყენებით.
  • სანდო პარტნიორი: ჯი-თი ვინეა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პროდუქციის, თუ სერვისის მიმწოდებელი. ის სანდო საყრდენი და მეგობარია, რომელსაც რჩევას ჰკითხავთ და გეცოდინებათ, რომ თქვენს გვერდით არის, განვითარების ყოველ ეტაპზე.
  • ზრუნვა: ჯი-თი ვინეას გულწრფელად ადარდებს კლიენტების წარმატება, შესაბამისად, ნებისმიერი აქტივობა ზრუნვის გამოხატულებაა და არა უბრალოდ ვალდებულება. ჯი-თი ვინეა ერგება მომხმარებელთა საჭიროებებს და ზუსტად იცის, როგორ შეუძლია დაეხმაროს მათ სრული პროცესის განმავლობაში.
  • წარმატების გაზიარება: ჯი-თი ვინეა კლიენტებთან ერთად აღნიშნავს მათ წარმატებებს. ისინი მათი მიღწევების მონაწილეები არიან და გულწრფელად იზიარებენ ამ სიხარულს. 

ჯი-თი ვინეა ქართული ღვინის დიდი გულშემატკივარია და ფიქრობს, რომ ეს დარგი განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. ამისათვის კი ტექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომების მხარდაჭერა აუცილებელია, ცოდნისა და რესურსების გაზიარებით კი ყველაფერი მიღწევადია.

ჯი-თი ვინეას მისიაა, მხარი დაუჭიროს ღვინის მწარმოებლებს სწორი ტექნოლოგიური რჩევებითა და ინვენტარით იმისთვის, რომ გაუმარტივოს საოცარი ღვინოების შექმნის პროცესი.

ეწვიეთ ჯი-თი ვინეას ვებ-გვერდს: gtvinea.ge

ანი ჩარკვიანი

  • a.charkviani@gtgroup.ge
  • +995 559 50 27 49

"ღვინის საწარმოო ინვენტარი - GT Vinea" - ბრენდები