New Holland Construction

New Holland Construction-ი („ნიუ ჰოლანდი სამშენებლო“), სმაშენებლო მანქანა-დანადგარების გლობალური მწარმოებელია, პროდუქტებისა და სერვისები სრული ხაზით, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით არის შექმნილი. კომპანია 1895 წელს დაარსდა პენსილვანიის შტატში (აშშ). 2005 წელს, შეიქმნა New Holland Construction-ის ბრენდი, რომელიც აერთიანებდა და ბაზარს სთავაზობდა პროდუქტების ყოვლისმომცველ ნაკრებს.199 წლიდან, „ნიუ ჰოლანდი“, კორპორაცია CNH-ს ეკუთვნის, რომელიც 2011 წელს Fiat Group-ს გამოეყო და Fiat Industrial-ს შეუერთდა.

„ნიუ ჰოლანდმა“ თავისი ბიზნეს-საქმიანობა ასზე მეტი წლის წინ დაიწყო. 199 წელს, კორპორაციამ დაიწყო სამშენებლო მოწყობილობების წარმოება ConExpo-ს ბრენდის სახელით და ჩრდილოეთ ამაერიკის ბაზარს მიაწოდა პირველი ორმოცდაცამეტი მანქანა. დღეს, კომპანია ქმნის სამშენებლო მანქანა-დანადგარებს მთელი ჩრდილოეთი ამერიკისა და მსოფლიო ბაზრებისთვის.

 „ნიუ ჰოლანდის“ მანქანა-დანადგარები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იწყობა. კომპანიის სათაო ოფისი ქ. ტურინში (იტალია) მდებარეობს, ხოლო მისი ათი ქარხანა და ათი კვლევითი ცენტრი მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული, რასაც ემატება რვაასამდე დილერი და ორი ათას ასზე მეტი სავაჭრო წერტილი მთელს მსოფლიოში. კომპანია ყიდის და ემსახურება გაყიდულ პროდუქციას მსოფლიოს ასსამოცდაათზე მეტ ქვეყანაში.

 „ნიუ ჰოლანდის“ წარმოება აერთიანებს სხვადასხვა პროდუქტის ცამეტ სახეობას; მათგან ხუთი აერთიანებს მძიმე პროდუქტების რიგს და რვა - მსუბუქ პროდუქტებს. ხსენებული პროდუქცია მოცავს შემდეგ მანქანა-დანადგარებს: ბულდოზერებს, მინი-ექსკავატორებს, გრეიდერებს, ფრონტალურ დამტვირთველებს (ე.წ. wheel-loaders), მუხლუხა ექსკავატორებს, კუნიჩბიან ექსკავატორ-დამტვირთველებს და კომპაქტურ, ადგილზე მბრუნავ მინი-დამტვირთველებს (ე.წ. skid steer loaders).

ირაკლი გამსახურდია

  • i.gamsakhurdia@gtgroup.ge
  • 598 28 88 26

"სამშენებლო ტექნიკა" - ბრენდები