Ford Trucks

კომპანია Ford Trucks-ი (“ფორდის სატვირთო ავტომობილები“ ან „ფორდი სატვირთო“), მძიმე სატვირთო მანქანების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. Ford Trucks-ი აწარმოებს სატვირთო ავტომობილებსა და სხვა  ტექნიკას, რომელიც მოიცავს გამწევ-უნაგირა ტიპის, სამშენებლო და სადისტრიბუციო დანიშნულების ავტომობილების მრავალფეროვან რიგს, რომელთა წონა 18 ტონაზე მეტია.

 „ფორდი სატვირთოს“ კომერციული ავტომობილების წარმოების მრავალწლიანი ისტორია წარმოადგენს მათი ხარისხის, გამძლეობისა და წარმადობის დადასტურებას და ნათლად ასახავს Ford Trucks-ის პროდუქტების საერთაშორისო სტრატეგიას. Ford Trucks-ის საწარმო მოითვლის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას და აერთიანებს სატვირთო ავტომობილების პროექტირების, დიზაინისა და წარმოების გამოცდილებას. „ფორდი სატვირთოს“ ძირითადი ექსპერტიზა, სატვირთო-კომერციული ავტომობილების წარმოებაში, ეფუძნება ბაზრის მიერ მოთხოვნილი სპეოციფიური პროდუქციის შექმნა-განვითარებას და ავტომობილის მთავარი კომპონენტების  (უახლესი მოდელების ძრავების ჩათვლით) ადგილობრივ საინჟინრო გადაწყვეტებსა და მათ ადგილზე წარმოებას.

 „ფორდი სატვირთოს“ ინჟინერების მიერ დაპროექტებული მოდელები მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით; „ფორდის“ სატვირთო ავტომობილების სერიების მომგებიანობა დაუყონებლივ აისახება მომხმარებლის საოპერაციო ხარჯებზე. „ფორდი სატვირთო“ დიდ ყურადღებას უთმობს კომფორტის საკითხებს, ისევე როგორც მანქანის ძრავის სიმძლავრესა და მის ეფექტურ მუშაობას. ერგონომიული კაბინების მრავალფეროვანი მოდელები ზუსტად ეხმიანება მძღოლის საჭიროებებს და სთავაზობს მას მოხერხებულ საცხოვრებელ გარემოს მის სატვირთო ავტომობილში.

„ფორდი სატვირთო“ დღეს აქტიურად მუშაობს ცენტრალურ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, რუსეთში და დსთ-ს ქვეყნებში და აგრძელებს მისი გაყიდვების საერთაშორისო ქსელის გაფართოებას დედამიწის სამ კონტინენტზე. ასი ათასობით სატვირთო ავტომობილი, პირნათლად ემსახურება მომხმარებლის მიზნებს მთელს მსოფლიოში იმ სანდოობით, რომელსაც უზრუნველყოფს „ფორდი“.

 „წლის საუკეთესო სატვირთო ავტომობილის“ ჯილდოს მოპოვების შემდეგ, „ფორდი სატვირთოს“ მოდელი, F-MAX-ი მზადაა დაადგეს საერთაშორისო ტრასებსა და გზებს. ახლა ის დრო დგება, როდესაც „ფორდმა“ თავისი საპატიო მისია ევროპისა და პლანეტის სხვა კონტინენტებზეც უნდა შეასრულოს.

 „ფორდი სატვირთო“, ყველაზე მნიშვნელოვანი ტვირთების გადაზიდვითა და ყველაზე მნიშვნელოვან სამშენებლო მოედნებზე მუშაობით მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, აგრძელებს ზრდას, ახლა უკვე აფრიკის კონტინენზეც. თქვენ კი შეგიძლიათ გახდეთ „ფორდი სატვირთოს“ ერთ-ერთი ახალი დისრიბუტორი.

კომპანია „ჯი თი გრუპი“, 2007 წლიდან „ფორდი სატვირთოს“ ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

ხვიჩა კიპაროიძე

  • kh.kiparoidze@gtgroup.ge
  • 591 01 49 09

"მძიმე კომერციული ავტომობილები" - ბრენდები