Shacman

Shaanxi Automobile Holding Group -„შაან-სის საავატომობილო ჰოლდინგის ჯგუფი“ (Shaanxi Automobile), წარმოადგენს ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ საწარმოს ჩინეთიდან, რომელიც  1968 წელს არის დაფუძნებული. ჰოლდინგი Shaanxi Automobile-ი, აწარმოებს საშუალო და დიდი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილებს, რომლებიც ბაზარზე  „Shacman“-ის ბრენდით გამოდის. Shacman-ი სატვირთო ავტომობილების წარმოებისთვის იყენებს Magna Steyr-ისა (ავსტრია) და MAN SE-ის (გერმანია) ტექნოლოგიებს, ხოლო Shacman-ის ავტობუსები უცხოურ საექსპორტო ბაზრებზე იყიდება Eurostar Bus-ის ბრენდით.

დღეს, SHACMAN-ის ბრენდით წარმოებული დიდი ტვირთამწეობის სატვირთო მანქანები მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში იყიდება. Shaanxi Automobile-ი, ექსპორტითა და საექსპორტო მოცულობებით, ინდუსტრიაში ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენს. SHACMAN-ი მართავს გაყიდვების 42 ოფისსა და საავტომობილო სერვისის 380 სადგურს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში;  SHACMAN-ის სათადარიგო ნაწილების საწყობები განთავსებულია მსოფლიოს მთავარ სადისტრიბუციო რეგიონებში, რაც კომპანიას საავტომობილო პროდუქტების წარმოებისა და სასერვისო მომსახურების მულტინაციონალურ ბრენდად აქცევს.

Shaanxi Automobile-ის წარმოება ფლობს საერთოეროვნული დონის ტექნოლოგიურ ცენტრს, პირველი კლასის კვლევისა და განვითარებისა (R&D) და გამოყენებითი ტესტირების ლაბორატორიას, დიდი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილებისათვის. გარდა ამისა, კომპანიაში სამომავლო პროექტებზე მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებების სპეციალისტები, პოსტ-დოქტორანტურის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და აკადემიური კვლევების სადგურების ბაზებზე. Shaanxi Automobile-ის ჯგუფი, „ჭკვიანი“ ავტომობილების ქსელისა და ახალი ენერგიის მიმართულებით ფლობს 424 დაპატენტებულ ტექნოლოგიას, რაც განაპირობებს მის წამყვან პოზიციას საავტომობილო ინდუსტრიაში. მეტიც, კომპანიას განხორციებული აქვს 863 ერთეული მაღალტექნოლოგიური (ე.წ. high-tech-ი) პროექტი. რაც შეეხება ავტომატური (ავტონომიური) მართვის ტექნოლოგიებს, კომპანიამ მოიპოვა პირველი საერთოეროვნული ლიცენზია მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების ავტომატური მართვის ტესტირებისათვის. ამით Shaanxi Automobile-ის ჯგუფი, ეროვნული მასშტაბით გახდა საწარმო-პიონერი, მაღალი ტექნოლოგიების მოწყობილობების წარმოების სტანდარტიზაციის მიმართულებით, „ჭკვიანი“ ავტომობილების ქსელის (intelligent vehicle network) ფარგლებში. დღეისათვის, ავტობანებისთვის განკუთვნილი მძიმეწონიანი, „ჭკვიანი“ სატვირთო ავტომობილების წარმოება უკვე მასობრივ პროდუქციას წარმოადგენს, ხოლო L4 ტიპის ავტომატური მართვის სატვირთო ავტომობილებმა (L4 automatic driving truck) უკვე მიიღეს საცდელი-საოპერაციო სტატუსი პორტებში.

ახალი თაობის პროდუქტების პლატფორმა "Delong X6000"-მა, რომელიც Shaanxi Automobile-ის მიერ დამოუკიდებლად შეიქმნა და წარმატებულად მუშაობს 2020 წლიდან, უკვე დაიმსახურა მაღალი შეფასება მომხმარებელთან. მომხმარებლები კმაყოფილნი არიან "Delong X6000"-ით, რომელიც დაფასებულია მუშაობისას საწვავის ეკონომიურობით, უსაფრთხოებით, სანდოობითა და კომფორტულობით. მისი თვისებებიდან გამომდინარე, ეს პროდუქტი, ჩინეთის კომერციული ავტომობილების ინდუსტრიის წამყვან მოდელად და უდავო ლიდერად გადაიქცა.

ხვიჩა კიპაროიძე

  • kh.kiparoidze@gtgroup.ge
  • 591 01 49 09

"მძიმე კომერციული ავტომობილები" - ბრენდები