ISUZU

Anadolu Isuzu გახლავთ საშუალო ზომის ავტობუსების მწარმოებელი წამყვანი ევროპული კორპორაცია, რომელიც წარმოადგენს პირველ იაპონურ საავატომობილო ერთობლივ საწარმოს თურქეთში.

Anadolu Isuzu-ს მთავარი საქმიანობაა საშუალო ზომის ავტობუსების (ე.წ. „მიდი-ბასების“) წარმოება და დისტრიბუცია თურქეთსა და მსოფლიოში. კომპანიის დაარსების წლიდან (1984), საწარმომ 150,000-ზე მეტი ავტობუსი გამოუშვა Isuzu Motors-ის ლიცენზიით.

Anadolu Isuzu, როგორც მსოფლიო კლასის იაპონური ბრენდის კომერციული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია ევროპის რეგიონში, მთელ თავის პროდუქციას აწარმოებს იაპონიის ხარისხის მართვის სისტემისა და ევროკავშირის ხარისხის სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად. ერთობლივი წარმოების შედეგს წარმოადგენს ის რომ Anadolu Isuzu-ს მიერ ბაზრისთვის მიწოდებული პროდუქცია წარმოადგენს სრულყოფილების გლობალურ მოთხოვნებისა და სტანდარტების საუკეთესო ნიმუშს. 

Anadolu Isuzu-ს საექსპორტო საქმიანობა მსოფლიოს სამ კონტინენტზე, ოცდაექვს ქვეყანაშია გაშლილი. ამ საექსპორტო ბაზრების უმეტესობა ექვემდებარება ევროკავშირის ხარისხის რეგულაციებს. კომპანია, ჩვიდმეტი წლის განმავლობაში, 2004 წლიდან დღემდე, საშუალო ზომის ავტობუსების საექსპორტო ლიდერია თურქეთში. 2012 წელს, კომპანიის მიერ უცხოეთში ექსპორტირებულმა საშუალო ზომის ავტობუსების რაოდენობამ, თურქეთიდან დანარჩენ მსოფლიოში მთლიანად ექსპორტირებული „მიდი-ბასების“ 81% შეადგინა!

 

ანი ზექალაშვილი

  • a.zekalashvili@gtgroup.ge
  • 598 76 85 88

"მძიმე კომერციული ავტომობილები" - ბრენდები