Piaggio Commercial

 „პიაჯოს“ (Piaggio) ყოველი მანქანის უკან, დიდი თავგადასავალი დგას, რომელიც სესტრი პონენტეში, გენუაში 1884 წელს დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა რინალდო პიაჯომ, მამისის ბიზნესი გადაიბარა და იგი საზღვაო აღჭურვილობის მწარმოებელ ფირმად გადააკეთა. მან მაშინ არც კი იცოდა, რომ რამდენიმე წელიწადში, Piaggio & Co, ცას, გზებსა და მთელი იტალიის გულებს დაიპყრობდა.

მოდელი Porter NP6 , არის ავტომობილი, სპეციალურად შექმნილი ტვირთის მცირე მანძილებზე გადაზიდვა-ტრანსპორტირებისათვის. იგი ერთადერთი მცირე სატვირთო ავტომობილია, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ტვირთამწეობას, შემცირებულ ზომებს, შესანიშნავ სიმარჯვეს და აღჭურვილია ეკოლოგიური ძრავით. მცირე ზომის დამტვირთველი (ინგლ. Porter), მოქნილი პროფესიული სატვირთო მანქანაა, რომელიც ჩაფიქრებულია გადამზიდი-დამტვირთველი მრავალგვარი ამოცანებისთვის, სრულიად საიმედოა და განსაკუთრებულად მცირე და კომპაქტური ზომებით (მობრუნების უმცირესი რადიუსით კლასში, 4 მ-ზე ნაკლები), მომხმარებელს სთავაზობს შეუდარებელ სიმარჯვესა და მანევრულობას.

მეტიც, მოდელი Porter NP6, ეფექტურია თავის საქმიანობაში და კონკურენტულ უპირატესობას სთავაზობს მომხმარებელს როგორც შეძენის, ისე ოპერირების ხარჯების კუთხით. ავტომობილის კომპაქტური ზომები (სიგანეში მხოლოდ 1640 მმ) და ძრავის ზემოთ მდებარე ბრტყელი კაბინა, მანქანას  განსაკუთრებულ მანევრულობას ანიჭებს, რაც აუცილებელია ქალაქების ცენტრალური უბნების ვიწრო ქუჩებსა და ხეივნებში მუშაობისას.  

Porter NP6-ის კაბინა სრულად შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც რეგულირდება 2024 წლის საერთაორისო ECE regulations R94 and R137-ით, ავტომობილების ფრონტალური შეჯახების შემთხვევებისათვის.

ნიკოლოზ კოზანაშვილი

  • n.kozanashvili@gtgroup.ge
  • 593 67 06 57

"მძიმე კომერციული ავტომობილები" - ბრენდები