Astra

მომგებიანობისათვის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კარიერებს, მაღაროებს და სხვა, რთულ პირობებში მომუშავე მოპოვებით ობიექტებს (როგორებიცაა კაშხლები, ან ნავთობისა და გაზის მილსადენები) ესაჭიროება დედამიწაზე ყველაზე გამძლე და ეფექტური მანქანები. ASTRA, ასეთი მანქანების მწარმოებელი სრული ციკლის ერთადერთი კომპანიაა.

კომპანია ASTRA 1946 წელს დაარსდა, ომის შემდგომი სამხედრო მოწყობილობების, სამოქალაქო მიზნებისათვის კონვერსიის (გარდაქმნის) მიზნით. 1951 წელს, საწარმო ქ. კალიარიდან (კ. სარდინია) ქ. პიაჩენცაში (ჩრდილოეთი იტალია) გადაიტანეს, სადაც 1956 წელს შეიქმნა ASTRA-ს პირველი სატვირთო ავტომობილის მოდელი, BMI dumper, სამთო-მოპოვებითი კარიერებისა და სამშენებლო სამუშაოებისათვის.  მომდევნო ათი წლის განმავლობაში, პროდუქციის ხაზი გაფართოვდა თვითმცლელების სხვადასხვა მოდელით და სპეციალური ჩარჩოს მქონე, ბეტონის შემრევი სატრანსპორტო სატვირთო მანქანებით.

ASTRA ბაზარს სთავაზობს მძიმე, off-road ტიპის (უგზოობისთვის განკუთვნილ) სატვირთო ავტომობილების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან პროდუქციას, სამთო-მოპოვებითი და სამშენებლო სექტორებისათვის. ASTRA ქმნის და აწარმოებს ყველაზე გამძლე, სანდო და მრავალმხრივ, ზემძიმე პირობებში მომუშავე სატვირთო მანქანებს, უგზოობის პირობებისათვის,  ავტომანქანის 60 ტონაზე მეტი სრული წონით (GVW, over 60 ton).

ASTRA ასევე წარმოადგენს საკონვერსიო-საწარმოო ცენტრს, სპეციალური დანიშნულების ავტომობილებისათვის (ხანძარსაწინააღმდეგო, სამხედრო დანიშნულების და ზემძიმე ტრანსპორტირებისთვის - ე.წ. heavy-haulage).

ASTRA, თავისი ხანგრძლივი გამოცდილებითა და სრული ციკლის საწარმოო სიმძლავრეებით, იდეალური პარტნიორია ტექნიკური გადაწყვეტების, სპეციალიზირებული სერვისის, ოპტიმიზირებული ტექნიკური მოსახურებისა და ტექნიკის მაქსიმალური დროით ეფექტური მუშაობისათვის.

2017 წლიდან, „ჯი თი გრუპი“, Astra-ს ოფიციალური დილერია საქართველოში!

გიორგი ვარდიაშვილი

  • g.vardiashvili@gtgroup.ge
  • 579 53 55 11

"მძიმე კომერციული ავტომობილები" - ბრენდები