Jaguar

იაგუარი არის ბრიტანული Jaguar Land Rover-ის ძვირადღირებული ავტომობილების ბრენდი.  თავდაპირველად, კომპანია Jaguar Car იყო პასუხისმგებელი იაგუარის ავტომობილების წარმოებაზე იქამდე, სანამ ის სრულიად არ შეუერთდა ლენდ როვერის კომპანიას. 2013 წლის 1 იანვარს კი შეიქმნა  ახალი კომპანია- Jaguar Land Rover. იაგუარი  თავის კლასში, ყოველთვის გამოირჩეოდა ლამაზი დიზაინი, სპორტული შესრულებითა და ინოვაციიურობით. დღეს იაგუარის სრული სამოდელო რიგი ისევ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, მისი  სპორტული ხასიათისა და პრემიუმ კლასის იდეალური ბალანსის გამო.

ჯითი მოტორსი 2014 წლიდან საქართველოში იაგუარის ოფიციალური იმპორტიორია.

იაგუარი წარმოდგენილია სამი განსხვავებული სამოდელო რიგით: SUV; Saloon and Sportbrake; Sports car. იაგუარ I-Pace არის პირველი სრულიად ელექტრო ყველგანმავალი. მისი ელექტროძრავი და წონის თითქმის სრულყოფილი განაწილება უზრუნველყოფს 696Nm მყისიერ ბრუნვას სპორტული მანქანის სისწრაფისთვის.

E PACE არის იაგუარის პირველი კომპაქტური ყველგანმავალი. ეს არის გარეგნობის, სისწრაფისა და დინამიური მართვის უნიკალური კომბინაცია. ის ასევე ხელმისაწვდომია როგორც Plug-in Hybrid.

Jaguar XE გამოირჩევა ახალი დიზელის ძრავით, რომელსაც აძლიერებს ზომიერი ჰიბრიდული ტექნოლოგია. იაგუარ XE შექმნის შემდეგ, სპორტული ავტომობილის სამაგალითო  სალონი განისაზღვრა.

ახალი Jaguar XF არის წარმოდგენისა და შესრულების განსაცვიფრებელი კომბინაცია. Jaguar XF გამოირჩევა ახალი დიზელის ძრავით, რომელსაც აძლიერებს ზომიერი ჰიბრიდული ტექნოლოგია.

FTYPE კი არის Jaguar-ის ექსკლუზიური დიზაინი, მისი ყველაზე წარმოსადგენი ფორმით - თანამედროვე და ელეგანტური ნებისმიერი კუთხიდან.

თაკო შუღლიაშვილი

  • info@landrover.ge
  • 555 313 101

"მსუბუქი ავტომობილები" - ბრენდები