"ჯი თი გრუპმა" თბილისში "ფორდი სატვირთოს / FORD Trucks"-ის ახალი ცენტრი გახსნა



კომპანია "ჯი თი გრუპმა", დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, Ford Trucks-ის ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ფორდის სატვირთო ავტომობილების ცენტრი გახსნა. Ford Trucks-ს ბრენდის სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Ford Otosan-ი, ამერიკული Ford Motor Company-ის და თურქეთის უდიდესი ბიზნეს ჯგუფის, "კოჩ ჰოლდინგის" მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმოა. "ჯი თი გრუპი" Ford Otosan-ის ოფიციალური დილერია საქართველოში 2007 წლიდან და Ford Trucks-ის ასობით ავტომობილი წარმატებით მუშაობენ მთელს საქართველოში, სამშენებლო, მუნიციპალურ, სამთო-მოპოვებით და სატრანსპორტო-გადამზიდავ სფეროებში.

"ფორდის" სატვირთო ავტომობილების ცენტრის მშენებლობასა და აღჭურვაზე განხორციელდა 8,5 მლნ. ლარის ინვესტიცია. ახალ ცენტრში გადასვლის შემდეგ, წლის ბოლომდე იგეგმება მინიმუმ 20 ახალი სამუშაო ადგილის დამატება.

"ფორდის" სატვირთო ავტომობილების ახალი ცენტრის მშენებლობაში ინვესტირება მოხდა ნაწილობრივ საკუთარი სახსრებით და ნაწილობრივ მოზიდული საბანკო რესურსით DCFTA პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვას უწყობს ხელს“ - განაცხადა კომპანია „ჯითი გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან გოგსაძემ.

გახსნის ცერემონიალზე, ტრადიციული 'ლენტის გაჭრის" ცერემონია აღასრულეს კომპანია "Ford Trucks"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ,  ბატონმა აჰმეტ კინაიმ და "ჯი თი გრუპის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბ-ნმა გიორგი გველესიანმა. საზეიმო გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ კომპანიის სხვა ტოპ მენეჯერები, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესის და საზოგადოების წარმომადგენლები.


21/10/2017