"ჯი თი გრუპმა" ფორდისგან საპატიო სიგელი მიიღო



მარტის მიწურულს, ქ. კანში (საფრანგეთი) გამართულ FORD TRUCKS-ის საერთაშორისო დილერთა ყოველწლიურ შეკრებაზე, კომპანია "ჯი თი გრუპმა", "ფორდისგან" საპატიო ჯილდო დაიმსახურა. "ფორდის სატვირთო მანქანების" გენერალური მენეჯერმა, ბ-ნი ჰაიდარ იენიგუნმა და Koc Holding-ის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ, ბატონმა ალი კოჩმა, "ჯი თი გრუპის" გენერალურ დირექტორს, ბ-ნ ლევან გოგსაძეს "ფორდის" საპატიო სიგელი გადასცეს, 2016 წლის სამაგალითო გაყიდვებისა და მომსახურების ხარისხისათვის. 


31/03/2017