"კასტროლი" და "ჯი თი გრუპი" AutoBild საქართველოს ყოველწლიურ დაჯილდოებაზე!



მიმდინარე 23 თებერვალს, "კასტროლმა" და კომპანია "ჯი თი გრუპმა", როგორც ღონისძიების სპონსორებმა, მონაწილეობა მიიღეს ჟურნალ "ავტობილდი" საქართველოს მიერ ორგანიზებულ ცერემონიაში, რომლის დროსაც ჟურნალი ყოველწლიურად გადასცემს ჯილდოებს, "ოქროს საჭეს" საქართველოში საავტომობილო სფეროში მომუშავე მოწინავე კომპანიებს. ჯილდოები გადაეცემათ ექვსი სხვადასხვა კლასის მიხედვით, წლის ყველაზე პოპულარულ საავტომობილო მოდელებს. გამარჯვებულ საავტომობილო ბრენდებს ჟურნალი მკითხველთა გამოკითხვით ადგენს.

2016 წლის "ოქროს საჭის" მფლობელები, საავტომობილო კლასების მიხედვით გახდნენ შემდეგი საავტომობილო ბრენდები: კომპაქტ კლასში: Renault Megane; კომპაქტური SUV-ებში: Audi Q2; საშუალო და დიდი SUV-ებში: Maserati Levante; საშუალო და მაღალი კლასში: Mercedes E-კლასი; სპორტულ ავტომობილებში: BMW M2; ჰიბრიდებში და ელექტრომობილებში: Toyota Prius; 

 საღამოს კულმინაცია გახლდათ წლის ადამიანის გამოვლენა - ჟურნალმა ”AUTO BILD საქართველომ” საპატიო ოქროს საჭით შსს სპორტული კლუბის, Mia Force-ის მრბოლელი დათა ქაჯაია დააჯილდოვა.

http://www.autobild.ge/index.php?option=com_content&view=article&id=7877%3Aqarthuli-avto-oskaris-gamarjvebulebi&catid=214&Itemid=158&lang=ka-GE


01/03/2017