კუნი



1882 წლიდან მოყოლებული, კომპანია”კუნისათვის” სოფლად მომუშავე ფერმერებისადმი ერთგულების მთავარი დასაყრდენი ინოვაცია და ხარისხი გახლავთ. მათ ეფუძნება კუნისათვის მომუშავე ხალხის შთაგონება და შემოქმედება. ფაქტობრივი მონაცემებით ეს ნიშნავს 1,600-ზე მეტ რეგისტირებულ პატენტს, წელიწადში წარმოებულ დაახლოებით 65,000 ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარს და გაყიდვის შემდგომ მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც უზუნველყოფს ”კუნის” 4500-მდე თანამშრომელი.

სასოფლო-სამეურნეო მანქანების წარმოების 180-წლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს ის შევთავაზოთ, რაც ზუსტად მიესადაგება მათ მოთხოვნებს. ჩვენი სლოგანია: ”დღევანდელი ხარისხი, ხვალინდელ რაოდენობას უზრუნველყოფს!” 

ფრანგული კომპანია KUHN-ი, სასოფლო-სამეურნეო მისაბმელების გაყიდვების მსოფლიო ლიდერია. 2013 წლის მონაცემებით, კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 1,3 მილიარდ ევროს მიაღწია. კომპანიის ეს შედეგი განპირობებულია იმ მაღალი ნდობით, რასაც ფერმერები, მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ათწლეულების მანძილზე  უცხადებენ KUHN-ი ს პროდუქტებს. დღეისათვის კომპანია KUHN-ის  ქარხნები განთავსებულია საფრანგეთში (4 ქარხანა), ჰოლანდიაში (1 ქარხანა),  ბრაზილიასა და ა.შ.შ-ი.

ჯი -თი გრუპის და KUHN-ის თანამშრომლობა იწყება 2011 წლიდან.  ამ პერიოდიდან, ქართველ ფერმერებში KUHN-ის პროდუქცია ასოცირდება უმაღლეს ხარისხთან, ეფექტურობასა და საიმედოობასთან.

KUHN-ის  პროდუქტთა რიგი მოიცავს შემდეგ ტექნიკასა და დანადგარებს:

 გარდა მაღალი ხარისხისა, კომპანია KUHN-და ჯი-თი გრუპი ქართველ ფერმერებს სთავაზობენ გადახდის მოქნილ სისტემასაც. ამჟამად ადაპტირებულია და უკვე მოქმედებს 2 წლამდე გადავადებული გადახდის სისტემა, საბანკო გარანტიის საფუძველზე.