კასტროლი



1899 წლის 19 მარტს, ინგლისში, ჩარლზ ვეიკფილდმა დააარსა საზეთი მასალების წარმოების პატარა კომპანია. ათი წლის შემდეგ, მან პირველმა შეურია ერთმანეთს მინერალური და აბუსალათინის ზეთები და მიიღო განსაკუთრებული პროდუქტი, რომელსაც დაარქვა "Castrol". ასე წარმოიშვა სახელი, რომელიც დღესაც გაიგივებულია ზეთის უმაღლეს ხარისხთან.

"Castrol"-ის  რეპუტაცია, მის მიერ მოპოვებული გამარჯვებების წყალობით, წლების განმავლობაში იქმნებოდა. ავტომობილებმა "Castrol"-ის ზეთის გამოყენებით, 21-ჯერ დაამყარეს მსოფლიო რეკორდები. მათგან ყველაზე გამოსარჩევია რეკორდი, რომელიც 1997 წლის 15 ოქტომბერს, ენდი გრინმა დაამყარა.  მან გადალახა ბგერის სიჩქარე ხმელეთზე და თავისი ავტომობილით, Trust SSC-ით, მიაღწია 1 227 კილომეტრი საათში (!) სიჩქარის ნიშნულს.

"Castrol"-ი,  უმაღლესი ხარისხის ზეთებისა და ტექნიკური სითხეების შექმნისა და წარმოების ლიდერია მსოფლიოში. იგი უკვე 110 წელზე მეტია აწარმოებს ზეთებს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისათვის. დიდი წარმატებით გამოიყენება "Castrol"-ის პროდუქცია სამრეწველო სექტორსა და პროფესიონალურ სპორტში.

დღეისათვის, "Castrol"-ის პროდუქცია იწარმოება ევროპის ქვეყნების რამდენიმე ქარხანაში და იყიდება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში "Castrol"-ის რეგიონალური წარმომადგენლების (დილერების) საშუალებით.

”ჯი-თი გრუპი”, 2001 წლიდან, "Castrol"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და ექსკლუზიურად ახორციელებს "Castrol"-ის პროდუქციის იმპორტს . 2005 წლიდან კი, ”ჯი-თი გრუპი”  იღებს "Castrol"-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსს უკვე სომხეთში, ხოლო 2007 წელს კი -  უზბეკეთშიც.

”ჯი-თი გრუპი” უკვე მეშვიდე წელია ჯილდოვდება ”სახელმწიფო ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტიური კომპანიის” ნომინაციაში. ეს ფაქტი ადასტურებს საქართველოს მომხმარებლის კმაყოფილებას ”ჯი-თი გრუპის” მომსახურებითა და  ნდობას "Castrol"-ის პროდუქციის ხარისხისადმი. 

"Castrol"-ს, როგორც პირველადი ჩასხმის ზეთს, რეკომენდაციას უწევენ მსოფლიოს ისეთი ავტოგიგანტები როგორებიცაა BMW, Land Rover, Jaguar, Rolls Royce, Aston Martin, Volvo, Volksvagen, Audi, Mazda, Toyota, Mitsubishi, Nissan, Ford.

"Castrol"-ი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ზეთი.

"Castrol"-ის პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს და ხშირად აღემატება კიდევ იმ მოთხოვნებს, რომელსაც საავტომობილო ზეთებს უყენებენ სატვირთო და სპეციალური ტექნიკის ისეთი მწარმოებლები, როგორებიც არია Mercedes Benz, MAN, DAF, Volvo, Renault, Komatsu, Caterpillar, Cummins, Mack, Allison  და მრავალი სხვა კომპანია.