ფორდი სატვირთო



 კომპანია ”ჯი-თი გრუპი” გთავაზობთ FORD TRUCKS-ის სატვირთო მანქანებს, რომლებიც იყიდება საქართველოსა და მსოფლიოს 50-ზე მეტ  ქვეყანაში. 

Ford Motor Company, 1903 წლის 16 ივნისს დაარსდა მიჩიგანის შტატში, ჰენრი ფორდის და მისი მეგობრების მიერ. იმავე წელს, კომპანიამ თავისი პირველი ავტომობილი - Model A გამოუშვა. ეს მოდელი აღჭურვილი იყო ბენზინზე მომუშავე 8- ცხენისძალიანი ძრავით.

”ფორდ თრაქსი" (Ford TRUCKS)”წარმოადგენს ”ფორდის” სატვირთო მანქანების მწარმოებელ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან  ცენტრს. იგი თავის გლობალურ მომხმარებელს, 15 სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებული 40 სერვის-ცენტრის მეშვეობით ემსახურება. დღეისათვის, ”ფორდ თრაქსის” სატვირთო ავტომობილების ექსპორტი, თურქეთში განლაგებული ”ფორდის” ქარხნებიდან, მიმდინარეობს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ეს ქვეყნები მოიცავს დსთ-ს, აღმოსავლეთ ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებს.

მძიმე, კომერციული სატვირთო ავტომობილების წარმოების 52-წლიანი გამოცდილების საფუძველზე, ”ერთი ფორდის” გლობალური სტრატეგიის ფარგლებში, ”ფორდ თრაქსი” ქმნის მსოფლიო ავტომობილების დნმ-ს და თავის ძალისხმევას მიმართავს ეფექტურობის, გამძლეობისა და კომფორტულობის გაზრდისაკენ. თავისი გლობალური სტრატეგიის განხორციელება ”ფორდ ოტოსანმა” დაიწყო ”ერთი ფორდის” პროექტისათვის შემუშავებული სამი ეტაპის შესაბამისად, ”ფორდის” სამხრეთ ამერიკულ განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის მეორე ეტაპზე, მომზადდა საერთო პროდუქტი სხვადასხვა ბაზრებისათვის. მესამე ეტაპი, მოიცავს მომხმარებლისა და ბაზრებისათვის გლობალური სამოდელო რიგის მომზადებას, ძრავის ჩათვლით.

საქართველოში, ”ფორდის” სატვირთო ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელი და დილერია, კომპანია ”ჯი-თი გრუპი”, რომელსაც 2007 წლიდან შემოჰყავს ”ფორდის” მარკის სატვირთო და კომერციული ავტომობილები ქართულ ბაზარზე.  ”ფორდ კარგოს” სატვირთო ავტომობილები წარმატებით მუშაობენ სამშენებლო და მუნიციპალურ სექტორებში.

”ჯი-თი გრუპი” გთავაზობთ ”ფორდის” მარკის სატვირთო ავტომობილებს შემდეგი სექტორებისათვის:

სხვადახვა ტიპის და მოცულობის სახანძრო ავტომობილები - ნარჩენების შემგროვებლები და გადამზიდები - საკანალიზაციო არხებისა და ჭების წმენდა- მომსახურების მანქანები - ბენზინმზიდები - ბეტონმზიდები - თვითმცლელები - მობილური მაცივრები - სადისტრიბუციო მანქანები - მობილური ამწე-კრანები - ხე-მცენარეების გადამრგველი მანქანები

            კომპანია ”ჯი-თი გრუპი” გთავაზობთ ”ფორდის” მაღალი ხარისხის სატვირთო და კომერციულ ავტომობილებს და მათ მომსახურებას, სერვის-ცენტრში და ადგილზე.

ტელეფონები: 2 740 740, 599 63 88 22, ელ-ფოსტა: info@gtgroup.ge                                                      www.gtgroup.ge