მარშელი



 მარშელი, გახლავთ გარემოსთვის სრულიად "მწვანე", ელექტრომობილების მწარმოებელი ბრენდი - დღეს, როდესაც ძალას იკრებს მცირე ემისიისა და ატმოსფეროს ნაკლებად დამაბინძურებელი ეკონომიკა, მსოფლიოს ბაზარი სულ უფრო კონკურენტული და სწრაფად ცვალებადი ხდება. ეს ცვლილება მოიცავს ახალ შესაძლებლობას ბიზნესისათვის და ბიზნესების დიდ ნაწილს ეს შესაძლებლობა უზარმაზარ პოტენციალს სთავაზობს, რომელიც დღეს, ჯერ-ჯერობით გამოუყენებელია. თუ გსურთ გაამდიდროთ თქვენი პროდუქტების პორტფელი, სწორად უპასუხოთ ბაზრის ახალ მოთხოვნებს და კლიენტებს გარემოსადმი ნაკლები ზიანის მომტანი და "მწვანე" პროდუქტი შესთავაზოთ, მაშინ მარშელის "მწვანე", ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილები სწორი არჩევანია!  მარშელი თქვენთვის ახალი ბიზნესის, ახალი, ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციალის აღმოჩენაში დაგეხმარებათ და თქვენს ბაზარზე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და გარემოსადმი პრაქტიკულად ნულოვანი ზიანის მომტან ელექტრომობილებს შემოგთავაზებთ. 

მარშელი "მწვანე" ტექნოლოგიების ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და თქვენთვის მზად აქვს "მწვანე" ელექტრომობილების მთელი სპექტრი, რომლებიც გამოიყენება ახალ, მცირე ნახშირბადიან ეკონომიკაში.

რა არის მარშელი

მარშელი დაარსდა 2002 წელს ქ. შენჟენში, ჩინეთის სამხრეთში, გუანდუნის პროვინციაში, ქ. ჰონგ-კონგის ჩრდილოეთით. მარშელის წარმოება იმ დროს, მოიცავდა ელეტრომობილებისა და ელექტრონიკის საწარმოებს. დღეს, მარშელს, რომლის ძირითადი ბიზნესი პერსონალური და კომერციული დანიშნულების მცირესიცქარიანი ელექტრომობილებია, გარდა ქ. შენჟენისა, ქარხნები და სამეცნიერო კვლევითი ცენტრები აქვს ქ. შანჰაიში და გუანდუნში. მარშელი აწარმოებს სხვადასხვა სახის ელექტრომობილებს: გოლფის კარტინგებს, საკურორტო მანქანებს, ელექტრომობილებს ასაკიანი მოქალაქეებისთვის, საექსკურსიო ელექტრო-ავტობუსებს და მუნიციპალურ ელექტრომობილებს. გარდა ამისა, მარშელის ელექტრონიკის ქარხნები კვლავ აწარმოებენ აკუმულატორების დამტენებს, სიმძლავრის გარდამქმნელებს, მზის ენერგიის გარდამქმნელებს და სხვა ელექტრონულ ტექნიკას, რომელიც ენერგიის შენახვა-გარდაქმნისათვის არის განკუთვნილი. 

მარშელის ორი ქარხანა, რომლებსაც ISO9001:2000-ის სერტიფიკაციის მქონე წარმოება აქვთ ქ. ჟაოცინში და ქ. შანჰაიში, 210,000 კვ. მ ფართობზე, აწარმოებს ელექტრო საავტომობილო და სამეურნეო ელექტრონულ პროდუქციას როგორც საცალო, ისე - საერთაშორისო საბითუმო ბაზრებისათვის.

მარშელის პროდუქცია ფართოდ არის წარმოდგენილი აზიის, აფრიკის, ევროპისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში.